ედიშერ გვენეტაძე - უცხოურ გრანტებს მიშტერებული წუხან, რატომ და როგორ ახერხებს საქართველოზე შეყვარებული პატრიოტი პრემიერი საქართველოს სახელმწიფოს ღირსების ასეთ აღმატებულად დაცვას საერთაშორისო არენაზე - გეტყვით, მაგრამ ვეჭვობ, გაიგოთ -სამშობლოს სიყვარულით და ღირსებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
97 14 აპრილი 2024, 16:05
ბერლინში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ, აქ მცხოვრები უსამშობლოები აპროტესტებენ, როგორ გაბედა და პრემიერმა სამშობლო დაიცვაო. უსამშობლო ლაქიები ყვირიან, როგორ შებედა და უთხრა ევროპელ კოლეგას, საქართველოში კანონის მიღება საქართველოს ხელისუფლების და ხალხის პრეროგატივააო - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში. 



როგორც ექსპერტი აღნიშნავს, უსამშობლოთა კასტა ბოლო ხმით მოსთქვამს - ეს რა გააკეთა პრემიერმა, როგორი ადეკვატური პასუხები გასცა მასპინძელს  და რატომ არ წაიყარა თავზე ნაცარიო, წუხან, რატომ და როგორ  ახერხებს ბოლო ორი საქართველოზე შეყვარებული პატრიოტი პრემიერი, საქართველოს სახელმწიფოს ღირსების ასეთ აღმატებულად დაცვას საერთაშორისო არენაზეო.


“ბერლინში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ!
აქ მცხოვრები უსამშობლოები აპროტესტებენ იმას,  რასაც სამშობლოს მოყვარული პრემიერი იცავს!
უსამშობლოები აპროტესტებენ, როგორ გაბედა და პრემიერმა სამშობლო დაიცვაო!
უსამშობლო ლაქიები ყვირიან, როგორ შებედა და უთხრა ევროპელ კოლეგას, საქართველოში კანონის მიღება საქართველოს ხელისუფლების და ხალხის პრეროგატივააო!
უსამშობლოთა კასტა ბოლო ხმით მოსთქვამს - ეს რა გააკეთა პრემიერმა, როგორი ადეკვატური პასუხები გასცა მასპინძელს  და რატომ არ წაიყარა თავზე ნაცარიო!
უსამშობლო, ღირსება დაცლილი, უცხოურ გრანტებს მიშტერებული ვითომდაც პოლიტსუბიექტობას წაპოტინებულნი წუხან, რატომ და როგორ  ახერხებს ბოლო ორი   საქართველოზე შეყვარებული თხემით ტერფამდე პატრიოტი პრემიერი, საქართველოს სახელმწიფოს ღირსების ასეთ აღმატებულად დაცვას საერთაშორისო არენაზეო!
გეტყვით, მაგრამ ვეჭვობ, რომ ეს თქვენ გაიგოთ-
სამშობლოს სიყვარულით და ღირსებით!
რომელთაგან თქვენ სამწუხაროდ არცერთი  არ გაგაჩნიათ! და ვერც ვერასოდეს შეიძენთ! ვინაიდან ეს ერთ-ერთი უმთავრესთაგანია, რომელიც ქართული გულიდან უნდა გამოდიოდეს, რომელსაც ზენა აძლევს მხოლოდ კაცს და არა  პატრონების მიერ ქვეყნის ღალატის საფასურად გამოგზავნილი გრანტები!”- წერს ედიშერ გვენეტაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი