ზურაბ ქადაგიძე: 2026 წლის ბოლოს 2,2% გახდება მოსახლეობა ზღვარს მიღმა. აბა, ახლა მაინც თუ ხვდებით ის საცოდავი გავლენის ბენეფიციარები, ვისაც ბომბების ცვენა გერჩივნათ სამარცხვინო მშვიდობას, რა პროცესთან გვაქვს საქმე?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
102 13 აპრილი 2024, 16:52
“2024 წელს ზღვარს მიღმა მოსახლეობის 3,1% იქნება, 2025 წელს კი 2,6%-მდე შემცირდება და 2026 წლის ბოლოს 2,2% გახდება. აბა, ახლა მაინც თუ ხვდებით ის საცოდავი გავლენის ბენეფიციარები, ვისაც ბომბების ცვენა გერჩივნათ სამარცხვინო მშვიდობას, რა პროცესთან გვაქვს საქმე?!” - ამის შესახებ პარტია “ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, შემოსავლების ზრდის და სიღარიბის შემცირების მიმართულებით საქართველომ შესამჩნევ წარმატებას მიაღწია.
როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ამ პოზიტიურ მოვლენას, შეუქცევადი ეკონომიკური დინამიკა ესაჭიროება, რაც თავისთავად, სტაბილურობასა და რაციონალურ სამშვიდობო პოლიტიკას ეყრდნობა.
„მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიში: „საქართველომ ბოლო ათწლედში შესამჩნევ წარმატებას მიაღწია შემოსავლების ზრდის და სიღარიბის შემცირების მიმართულებით“ - მსოფლიო ბანკი.
2004 წლის მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 12,37% იყო.; 2004-2012 წლებში უკიდურეს სიღარიბეში, საშუალოდ 12,78% იმყოფებოდა ანუ იმაზე მეტი, ვიდრე 2004 წელს; კლება შეინიშნება 2012 წლიდან და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პირველი წელს დაფიქსირდა 11%; 2019 წელს 6%-მდე იყო; 2023 წელს 3.5%-ზე ჩამოვიდა. მსოფლიო ბანკის მოლოდინები: 2024 წელს ზღვარს მიღმა მოსახლეობის 3,1% იქნება, 2025 წელს კი 2,6%-მდე შემცირდება და 2026 წლის ბოლოს 2,2% გახდება. აბა, ახლა მაინც თუ ხვდებით ის საცოდავი გავლენის ბენეფიციარები, ვისაც ბომბების ცვენა გერჩივნათ სამარცხვინო მშვიდობას, რა პროცესთან გვაქვს საქმე?! ამ უპრეცედენტო მასშტაბის პოზიტიურ მოვლენას, შეუქცევადი ეკონომიკური დინამიკა ესაჭიროება. თავისთავად, ეკონომიკურ დინამიკას კი სტაბილურობა და რაციონალური, სამშვიდობო პოლიტიკა. რაც დრო გავა, ყველა მიხვდება თუ რა ფასი აქვს მშვიდობას და რას ნიშნავს, რეალურად სუვერენული სახელმწიფო”, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი