106
13 აპრილი 2024, 16:44
ქადაგიძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა უაპელაციოდ გაათავისუფლა მსჯავრდადებული, რომელმაც სახელმწიფოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაული ჩაიდინა.
მისივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა პრაქტიკულად ყველა პოლიციელსა და ძალოვან სტრუქტურას უთხრა, რომ ჯერ პოლიტიკურ კონიუნქტურას ითვალისწინებს.
„სალომე ზურაბიშვილმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს”- ირაკლი ღარიბაშვილი.
უფრო მეტიც, ფაქტობრივად, გადაუარა სახელმწიფოს. სააკაშვილი კანონებს აღებინებდა პარლამენტს და შემდეგ მის სურვილს მორგებულ კანონმდებლობას იყენებდა, ხან ვინმეს დასასჯელად და ხანაც, სასურველი დამნაშავეების შესაწყალებლად.
გირგვლიანის შემთხვევაშიც კი გარკვეული პერიოდი ვერ გაბედა დამნაშავეების შეწყალება. ზურაბიშვილმა კი უაპელაციოდ, ერთ დღეში გაათავისუფლა მსჯავრდადებული, რომელმაც სახელმწიფოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაული ჩაიდინა. საქართველოს ფაქტობრივმა პრეზიდენტმა ყველა პოლიციელს, ძალოვან უწყებას, საჯარო სამსახურსა და ქართულ სახელმწიფოს უთხრა, რომ მისი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ჯერ ითვალისწინებს გავლენას, პოლიტიკურ კონიუნქტურას და შემდეგ ქართველ ხალხს, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მართლმსაჯულებას!
სალომე ზურაბიშვილმა თავისი საქციელით, შეაფურთხა სახელმწიფოსა და თავმოყვარე ქართველ ხალხს!“- წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |