დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ბატურინი, რურუა, უგულავა, ოქრუაშვილი, გვარამია, ლაზარე - გისოსებიდან ყველა ქართულ პოლიტიკაში გამოუშვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
97 12 აპრილი 2024, 22:24

ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას, რომელსაც პოლიციელებზე თავდასხმის გამო 9 წლით პატიმრობა მიესაჯა, სოციალურ ქსელში აფასებს.

ქართველიშვილის თქმით, აზრი არ აქვს სისხლის სამართლის კოდექსში ტერორიზმის, კონსტიტუციური წყობილების დაცვის, საბოტაჟის, პოლიციაზე თავდასხმის მუხლების არსებობას, რადგან ზურაბიშვილი ყველა ხსენებული მუხლით დაკავებულ პირს იწყალებს.

„გადასახედია სისხლის სამართლის კოდექსი. ამოსაღებია იქიდან ტერორიზმის, კონსტიტუციური წყობილების დაცვის, საბოტაჟის, პოლიციაზე თავდასხმის, „ევროპული" მოტივებით (როგორც აფექტის მდგომარეობაში) ჩადენილი მკვლელობისა და სხვა მსგავსი მუხლები. აზრი არა აქვს: ბატურინი, რურუა, უგულავა, ოქრუაშვილი, გვარამია, ლაზარე - გისოსებიდან ყველა ქართულ პოლიტიკაში გამოუშვა!

გადასახედია სისხლის სამართლის კოდექსი და ამოსაღებია იქიდან ყველა ის მუხლი, რომელიც დუბლირდება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში - არანაირი რუსული მუხლი ქართულ კანონმდებლობაში! ამოსაღებია იქიდან ის უამრავი სხვა მუხლიც, რომლითაც ათობით წლებია ან არ ჩადენილა დანაშაული, ან ჩადენილა, მაგრამ ამ მუხლებით ვინმე ბრალდებული, არავის უნახავს.

დარჩება ალბათ მაქსიმუმ 20-30 „ეროვნული", არა რუსული მუხლი, რომლის დარღვევის გამო ციხეში მყოფი მსჯავრდადებულების საყოველთაო ამნისტიაც უნდა გამოცხადდეს. თუ ქვეყანაში ტოტალური საგიჟეთის ნიშნები უკუქცევად ხასიათს იღებს - ბარემ ბოლომდე გავიდეთ. ხოლო ტორტზე მარწყვის სახით - არჩევნებამდე და საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე, ცნობილი ფრანგული გამონათქვამის თანახმად: „ჩემს შემდეგ გინდ წარღვნა იყოს" - სააკაშვილისაც მოუხდის ბოდიშს...“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი