გია აბაშიძე: ოლაფ შოლცმა "გამჭვირვალობის კანონპროექტზე" გაიმეორა ის უსაფუძვლო ევროპული გზავნილი, რაც ეს დღეებია გვესმის, პრემიერმა კობახიძემ დააფიქსირა, რომ ხელისუფლება მზადაა, კანონპროექტი პარტნიორებთან დეტალურად განიხილოს - გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 12 აპრილი 2024, 16:17
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის შეხვედრას სოციალურ ქსელში აფასებს.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრმა "გამჭვირვალობის კანონპროექტის" დეტალური განხილვის მზაობა დააფიქსირა, ხოლო შოლცმა ის უსაფუძვლო გზავნილები გააჟღერა, რაც კანონპროექტთან დაკავშირებით, ბოლო დღეებია, ევროპიდან ისმის. 

"კანცლერმა ოლაფ შოლცმა ხაზგასმით თქვა, რომ გერმანია საქართველოსთვის სანდო პარტნიორად რჩება და საქართველოს გზას ევროკავშირის მიმართულებით მომავალშიც მხარს დაუჭერს.

რაც შეეხება გერმანიის მთავრობის მეთაურის მხრიდან ნათქვამს "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის უკან გაწვევაზე, მან გაიმეორა ის უსაფუძვლო ევროპული გზავნილი, რაც ეს დღეებია გვესმის.

აქ არის მნიშვნელოვანი მომენტი, რაც პრემიერმა კობახიძემ დააფიქსირა -  საქართველოს ხელისუფლება მზადაა დეტალურად განიხილოს ხსენებული კანონპროექტი ყველა პარტნიორთან; მინიმალურ გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია დემოკრატიულ სახელმწიფოში. 
მგონი, უნდა შეიგნონ პრაგმატულად მოაზროვნეებმა, განსაკუთრებით დასავლეთში, რომ თუნდაც ცხარე, მაგრამ დეტალური, კონსტრუქციული დისკუსიებისას გამოჩნდება სიმართლე." - წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი