ზურაბ ქადაგიძე: “სამართლიანმა არჩევნებმა” პარალელური ხმის დათვლა გააყალბა და ახლა მისი თავმჯდომარე ღაღადებს, გამჭვირვალობის კანონი ხელს შეგვიშლის დაკვირვებაშიო - თუ ხელს შეგიშლით, დურბინდით მიაცქერდით და დაინახავთ, როგორ ჩაიქროლებს თქვენი უბადრუკი რეპუტაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
117 11 აპრილი 2024, 15:26
თუ გამჭვირვალობის კანონი შეგიშლით ხელს დაკვირვებაში, დურბინდით მიაცქერდით  და მკაფიოდ დაინახავთ, როგორ ჩაიქროლებს თქვენი უბადრუკი რეპუტაცია, პოლიტიკური სანაგვისკენ!“- ასე გამოუხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განცხადებას, რომლის თქმითაც „თუ ასეთი კანონი იქნება მიღებული, რომელიც მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგაც იქნება მიმართული, გაგვიჭირდება ვისაუბროთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე“.

როგორც ქადაგიძე წერს, 2020 წელს ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” პარალელური ხმის დათვლა გააყალბა, პოლიტიკური კრიზის შექმნის მცდელობა ჰქონდა, რაც რევოლუციურ წიაღსვლებში უნდა გადასულიყო.


“კაცმა მშობლები დახოცა და მოსამართლეს ეხვეწებოდა, ობოლი ვარ შემიწყალეო;”
ასე გრძელდება “იდიოტოკრატია ენჯეოშნიკურად”.
2020 წელს ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” პარალელური ხმის დათვლა გააყალბა, პოლიტიკური კრიზის შექმნის მცდელობა ჰქონდა, რაც რევოლუციურ წიაღსვლებში უნდა გადასულიყო და ახლა, მისი უთავმოყვარეო თავმჯდომარე ღაღადებს - გამჭვირვალობის კანონი ხელს შეგვიშლის დაკვირვებაშიო.
არ იდარდოთ, ქართული საზოგადოებისთვის თქვენ სადამკვირვებლო მისიას ისეთივე ფასი აქვს, როგორც რომან გოცირიძის ულვაშს ქართული ეკონომიკისთვის.
თუ გამჭვირვალობის კანონი შეგიშლით ხელს დაკვირვებაში, დურბინდით მიაცქერდით  და მკაფიოდ დაინახავთ, როგორ ჩაიქროლებს თქვენი უბადრუკი რეპუტაცია, პოლიტიკური სანაგვისკენ!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი