ანრი ოხანაშვილი: ახალგაზრდა კაცი გამოიყვანეს მდიდარმა NGO-ებმა და ალაპარაკეს ტყუილები, არგუმენტები არ აქვთ და მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
104 09 აპრილი 2024, 20:19

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ოხანაშვილი აზიარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული ერთ-ერთი რესპონდენტის, საბა ბრაჭულის კომენტარს, რომელიც „გამჭვირვალობის კანონზე” საუბრისას აცხადებს, რომ : “საფრანგეთში პირდაპირ არის ჩამოთვლილი რომელი ქვეყნების საწინააღმდეგოდ იღებენ ამ კანონს: ეს არის რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი და ირანი”, რაც სიცრუეა.

სინამდვილეში, “N269 საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საფრანგეთის საქმეებში უცხოური ჩარევის პრევენციას” ტერმინ “უცხოურ ხელისუფლებაში” აქცევს- აშშ-ს, კანადას, დიდ ბრიტანეთს, ნორვეგიას, შვეიცარიას, ისლანდიას, ლიხტენშტაინს, უკრაინას, მოლდოვას, ავსტრალიასა და ნებისმიერ სხვა ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის. როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, ყველა ასეთ სიცრუეს აუცილებლად ამხელენ.

“ახალგაზრდა კაცი გამოიყვანეს მდიდარმა NGO-ებმა და ალაპარაკეს ტყუილები!

არგუმენტები არ აქვთ და მიზანმიმართულად ცდილობენ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ეს აღარ გამოუვათ, ყველა ასეთ სიცრუეს აუცილებლად ვამხელთ!”, - წერს ანრი ოხანაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი