შალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებას ხელი მოეწერა - ეს არის ხელშესახები გადაწყვეტილება და წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
93 06 აპრილი 2024, 16:15

საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებას ხელი მოეწერა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

მისი განცხადებით, ეს არის ხელშესახები გადაწყვეტილება რიგითი მოქალაქეებისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

,,საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებას ხელი მოეწერა.

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ, მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.

ეს არის ხელშესახები გადაწყვეტილება რიგითი მოქალაქეებისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ X - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი