122
04 აპრილი 2024, 15:27
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე ეხმაურება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების საკითხსა და მის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს.
როგორც ქართველიშვილი წერს, „საერთაშორისო დონორი-ფონდი და მის მიერ გამოკვებილი რადიკალური „ენჯეო“ სექტორი, ერთმანეთს იზიდავენ საკუთარი საბანკო ანგარიშების პროპორციულად“.
„ქართული რადიკალური „ენჯეო" სექტორის პირადი უკანონო გამდიდრება, უკუპროპორციულია მათ საზოგადო/სოციალურ რეიტინგებთან მიმართებით. ნიუტონის გამოუქვეყნებელი კანონის თანახმად, საერთაშორისო დონორი-ფონდი და მის მიერ გამოკვებილი რადიკალური „ენჯეო“ სექტორი, ერთმანეთს იზიდავენ საკუთარი საბანკო ანგარიშების პროპორციულად და ამ მიზიდულობის გამჭვირვალობის კვადრატის უკუპროპორციულად“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |