ედიშერ გვენეტაძე „გამჭვირვალობის კანონზე“: ოპოზიციას ეშინია, რომ გარედან შემოსული ფულის გამჭვირვალეობა, წერტილს დაუსვამს მათ მოღალატეობრივ, ანტიქართულ საქმიანობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
116 03 აპრილი 2024, 14:01

სრულიად მისასალმებელია მმართველი ძალის მიერ FARA- ს კანონის ხელმეორედ ინიციირება! რათა დაცული იქნას ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს უშიშროება გარე გლობალისტური ძალებისა და შინა მეხუთე კოლონის დანაშაულებრივი, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისაგან! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ექსპერტის თქმით, ამ კანონით გამჭვირვალე გახდება არა მარტო დასავლეთიდან შემოსული ფული, არამედ ჩრდილოეთიდან შემოსული ფულიც და ოპოზიციას ეშინია, რომ გარედან შემოსული ფულის გამჭვირვალეობა, წერტილს დაუსვამს მათ მოღალატეობრივ, ანტიქართულ საქმიანობას.

„აუცილებლობას წარმოადგენს უცხოეთიდან შემოსული ფულის გამჭვირვალეობის შესახებ ანუ "FARA"-ს კანონის მიღება, ვინაიდან ცნობილი გახდეს საზოგადოებისათვის უცხოეთიდან შემოსული ფულის გამჭვირვალობა!
ანუ ქართულმა საზოგადოებამ, რომ იცოდეს ვინ გვეხმარება ანგარებით და ვინ უანგაროდ!
ამიხსენით ვინც ბრძანდებით მოწინააღმდეგენი. რა არის ამაში ცუდი?
ამ კანონით გამჭვირვალე გახდება არა მარტო დასავლეთიდან შემოსული ფული, არამედ ჩრდილოეთიდან შემოსული ფულიც!
დიახ ჩრდილოეთიდან ანუ რუსეთიდანაც შემოსული ფინანსები!
ასევე აღმოსავლეთიდანაც და სამხრეთიდანაც!
ამის შემდეგ უფრო ხელსაყრელ ფასებში გააქირავებს რუს ტურისტებზე ჭიჭიკო ვაშაძე ბინებს და ჰელენა ხოშტარია უფრო უშიშრად და უნერვიულოთ მიიღებს კრემლიდან ჰონორარებს!
ისმის კითხვა:
რამ აატკივა ასე მუცლები წითლიძეებს, ხოშტარიებს, ნაცვლიშვილებს, დეკანოიძეებს, ჭიჭიკო ვაშაძეებს, მელიებს, ხაზარაძეებს, პატიკოებს....?
რამ და უცხოელი კაჟაია ბულავების ფულების ფასად დაკვეთების მიუღებლობის შიშმა!
შიშმა იმისა, რომ სრულად, ერთხელ და სამუდამოდ თხემით ტერფამდე გაშიშვლდებიან ქართული საზოგადოების წინაშე!
შიშმა იმისა, რომ კანონი გამოააშკარავებს მათ მიერ წარსულში ნაკეთებ და მომავალში გასაკეთებელ უკეთურ საქმეებს!
შიშმა იმისა, რომ ამ კანონის ამუშავების შემთხვევაში აგრერიგად არ დაედგომებათ საქართველოში!
შიშმა იმისა, რომ გარედან შემოსული ფულის გამჭვირვალეობა, წერტილს დაუსვამს მათ მოღალატეობრივ, ანტიქართულ საქმიანობას!
ამიტომაც სრულიად მისასალმებელია მმართველი ძალის მიერ FARA- ს კანონის ხელმეორედ ინიციირება!
რათა დაცული იქნას ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს უშიშროება გარე გლობალისტური ძალებისა და შინა მეხუთე კოლონის დანაშაულებრივი, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისაგან!“- წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი