ლევან ნიკოლეიშვილი გამჭვირვალობის კანონის დაინიცირებაზე: დარწმუნებული ვარ, ამ კანონსაც ექნება რუსული იარლიყის მიწებების მცდელობა, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ, ამჯერად სრულ ფიასკოს განიცდიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
114 03 აპრილი 2024, 13:45

საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა წარადგინოს. კითხვაზე გვჭირდება თუა არ ასეთი კანონი, პასუხი მარტივია აუცილებლად! აუცილებლად თუნდაც იმიტომ, რომ სრული უფლება გვაქვს ვიცოდეთ უცხოელი დონორები ფულს ვის და რა მიზნით აძლევენ!- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ამ კანონპროექტსაც მოჰყვება შეშფოთებული უცხოელებისა და მავნებელი ადგილობრივების რუსული იარლიყის მიწებების მცდელობა, მაგრამ ასევე დარწმუნებულა, რომ ამჯერად სრულ ფიასკოს განიცდიან.

„დღეს, როდესაც მამუკა მდინარაძის ბრიფინგს ვუსმენდი, ერთ-ერთი სამწუხარო რეალობა, რაც კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე, მასმედიის გარკვეული წარმომდგენლების მოსმენის კულტურის არ ქონაა, ამაზე ალბათ უფრო ვრცლად სხვა დროს ვისაუბრებ.

ახლა კი მთავარი, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა წარადგინოს!!! ანალოგიური კანონები მოქმედებს აშშ-ში, ისრაელსა და ავსტრალიაში!!! ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, კანადაში, სლოვაკეთსა და უკრაინაში მიმდინარეობს ანალოგიური კანონების განხილვა!!! წელიწადში ერთხელ, უცხოური დაფინანსების მიმღებმა ორგანიზაციამ დეკლარაცია უნდა შეავსოს!!! ეს კანონი არ ეხება ფიზიკურ პირებს, სტუდენტებს, მკვლევრებსა და მეცნიერებს, ასე რომ მავნებელ რადიკალები ტყუილად ნუ ეცდებით ვინმეს შეცდომაში შეყვანას და მოტყუებას!

კითხვაზე - გვჭირდება თუა არ ასეთი კანონი, პასუხი მარტივია - აუცილებლად! აუცილებლად, თუნდაც იმიტომ, რომ სრული უფლება გვაქვს ვიცოდეთ უცხოელი დონორები ფულს ვის და რა მიზნით აძლევენ! თან თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სწორედ გარკვეული არასამთავრობოების მიერ ხდება ფინანსების გაუმჭვირვალობა და არც ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედების დაგეგმვა განხორციელება გახლდათ მათთვის უცხო!

დარწმუნებული ვარ ამ კანონსაც ექნება აღშფოთებულ-შეშფოთებული უცხოელებისა და მავნებელი ადგილობრივების რუსული იარლიყის მიწებების მცდელობა, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად სრულ ფიასკოს განიცდიან, ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე - მათი არგუმენტები გაუაზრებელი და გაცვეთილი იქნება“, - წერს ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი