გია აბაშიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე-საპარლამენტო უმრავლესობამ გადადგა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განმტკიცებისკენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
117 03 აპრილი 2024, 13:41

გია აბაშიძე-სამარცხვინო ინსინუაციები, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არის ვითომ რუსული, ჩაბარდა წარსულს. იქნება ყალბი შეშფოთება და ხალხის შეცდომაში შეყვანის უზნეო მცდელობები, თუმცა ქართველი ერი აღარ აჰყვება შავბნელ ძალებს

„საპარლამენტო უმრავლესობამ გადადგა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განმტკიცებისკენ“-ასე აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ პარლამენტს ხელახლა წარედგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.


ანალიტიკოსის თქმით, ანტისახელმწიფოებრივი უცხოური გავლენები, რომელთა "ელექტროდები" არიან „ნაცკონგლომერატის“ უსამშობლო სუბიექტები, აქამდეც უნდა ყოფილიყო განეიტრალებული. თუმცა, შარშან, აღვირახსნილი დეზინფორმაციისა და მანიპულაციების ფონზე, ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ ერთ წელიწადში ხალხმა გაიგო ამ კანონპროექტის რეალური არსი და მნიშვნელობა.

„საპარლამენტო უმრავლესობამ გადადგა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განმტკიცებისკენ.
ანტისახელმწიფოებრივი უცხოური გავლენები, რომელთა "ელექტროდები" არიან „ნაცკონგლომერატის“ უსამშობლო სუბიექტები, აქამდეც უნდა ყოფილიყო განეიტრალებული. თუმცა, შარშან, აღვირახსნილი დეზინფორმაციისა და მანიპულაციების ფონზე, ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ ერთ წელიწადში ხალხმა გაიგო ამ კანონპროექტის რეალური არსი და მნიშვნელობა.
თუ ორგანიზაცია და არა ფიზიკური პირი, უცხოეთიდან იღებს 20%-ზე მეტ დაფინანსებას და ეს წელიწადში ერთხელ უნდა დაადეკლარიროს (თუ არა და სანქცია მხოლოდ ჯარიმაა), რა არის ამაში "ავტოკრატიული"? დასავლეთში ამგვარ კანონდარღვევაზე ციხეა, ჩვენს შემთხვევაში არა. თუმცა, როცა ბინძურ ფულს იღებენ ქვეყნის მტრობაში, იქ სანერვიულო ნამდვილად აქვთ ნეოტროცკისტებს.
სამარცხვინო ინსინუაციები, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არის ვითომ რუსული, ჩაბარდა წარსულს. საზოგადოებამ დაინახა, რომ ამგვარი კანონმდებლობა აშშ-ის გარდა, მოქმედებს ავსტრალიასა და ისრაელში. ინტენსიური განხილვის სტადიაშია კანადაში, დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში, ევროპის რიგ ქვეყნებში და რაც მთავარია, ევროსტრუქტურებში.
რასაკვირველია, იქნება ყალბი, თვალთმაქცური შეშფოთება-აღშფოთება და მორიგ ჯერზე ხალხის შეცდომაში შეყვანის უზნეო მცდელობები, თუმცა ქართველი ერი აღარ აჰყვება იმ შავბნელ ძალებს, რომელთა უწინარესი მიზანია საქართველოს ვასალობის კვლავ დაბრუნება-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.“-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი