ედიშერ გვენეტაძე: მწამებლური სისტემის ორგანიზატორს ადეიშვილს შუა ევროპაში ასეირნებენ და დიდი პატივით ხვდებიან - აი ესაა, რაც ანგრევს და ანადგურებს ჩვენზე მზრუნველ ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
105 02 აპრილი 2024, 17:42

აი ესაა, რაც ანგრევს და ანადგურებს ჩვენზე მზრუნველ ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს!
იძახიან სამართლის უზენაესობაა საფუძველთა საფუძველი ჩვენი თქვენთან ურთიერთობებისო და მწამებლური სისტემის ორგანიზატორს ადეიშვილს შუა ევროპაში ასეირნებენ და დიდი პატივით ხვდებიან! - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, საქართველოში რამდენიმე მძიმე საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილის ვიზიტს ჰააგაში.

ექსპერტის თქმით, მათ ვინც გვმოძღვრავს სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი უნდა იყოსო, თავად სურთ ურცხვად ჩვენს სასამართლოში ხელების ფათური.

„აი ესაა, რაც ანგრევს და ანადგურებს ჩვენზე მზრუნველ ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს!
იძახიან სამართლის უზენაესობაა საფუძველთა საფუძველი ჩვენი თქვენთან ურთიერთობებისო და მწამებლური სისტემის ორგანიზატორს ადეიშვილი შუა ევროპაში ასეირნებენ და დიდი პატივით ხვდებიან!
იძახიან, კანონია ჩვენი ურთიერთობების არსებული ამოსავალი წერტილიო და უსტარს, უსტარზე აგზავნიან თბილისში კრიმინალი სააკაშვილი სასჯელის მოხდისაგან გაათავისუფლეთო!
გვაყვედრიან დემოკრატიის ნაკლებობას და ამ დროს შემოწმებაზე მოავლინეს ვიღაც შარლატანი პოლონელ ექსპერტები, რომლებსაც სააკაშვილის ფეკალიები მალულად წინდებით გამოჰქონდათ!
იქედნურად გვიყურებენ კორუფცია, კორუფციაო და ამ დროს ბიუჯეტის 48 მილიონის ქურდ მერს და კერძო სტრუქტურის გამყვლეფავ-გამაკოტრებელ გვარამიას პრეზიდენტს აწყალებინებენ!
ყვირიან უზენაესი კანონია და კანონის დამრღვევ საკანონმდებლო ორგანოზე ხელის ამწევ ეტყობა თავისსავე „სუკინ სინ" მელიას თავად უხდიან გირაოს!
გვმოძღვრავენ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი უნდა იყოსო და თავად სურთ ურცხვად ჩვენს სასამართლოში ხელების ფათური!
გავაგრძელოოოო...
ვერ და არ იქნება ასე, ვერ!" - წერს ედიშერ გვენეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი