დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: სუს-ის დისკრედიტაციის მიზნით, სხვა არაფერი დარჩენიათ, თითიდან გამოწოვილ გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე ვიღაცის თითქოსდა მოწამვლის შესახებ აჟიოტაჟი აეტეხათ.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
105 02 აპრილი 2024, 15:38

განცხადება ფარდისა და ტყავის გაძრობის ტოლფასი იყო მათთვის ჩვენი სპეცსამსახურების მიერ რუსეთში ტერორისტული აქტების ჩასატარებლად გამიზნული ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოღება, საიდანაც ნაწილი სავარაუდოდ, საქართველოში დივერსიული აქტებისთვის იყო განკუთვნილი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ვერ პატიობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეფექტიან მუშაობას, რითაც მათი არაერთი რევოლუციური სცენარი გამოააშკარავა.

„საქართველოს სპეცსამსახურზე როგორ იძიონ შური, „გლობალური ომის პარტიის“ სათავო ოფისში და მის ადგილობრივ ფილიალში, აღარ იციან. ფარდის ჩამოხსნის ტოლფასი იყო მათთვის USAID-ის მიერ "ბავშვთა ონკოლოგიის" საკითხებზე ჩამოყვანილი სახელმწიფო გადატრიალებების და "მაიდანის" მომწყობი სერბი პოლიტტექნოლოგების სრული დოკუმენტური მხილება.

ფარდისა და ტყავის გაძრობის ტოლფასი იყო მათთვის ჩვენი სპეცსამსახურების მიერ რუსეთში ტერორისტული აქტების ჩასატარებლად გამიზნული ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოღება, საიდანაც ნაწილი სავარაუდოდ, საქართველოში დივერსიული აქტებისთვის იყო განკუთვნილი. რა თქმა უნდა, „სუსი“-სთვის ამის პატიება მათთვის ძნელი იქნებოდა. ძნელი იქნებოდა მათთვის ჩვენი სპეცსამსახურების მიერ სახელმწიფო გადატრიალების არაერთი მცდელობის აღმოფხვრასთან შეგუება, კონტრაბანდული გზით გამოგზავნილი მთავარი „რევოლუციონერის“ დაპატიმრებით დაწყებული, სანქციების გვერდის ავლის არარსებული "შავი ხვრელების" მაძიებლების მხილებით გაგრძელებული და ა.შ.

ამ ეფექტური და ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე მყოფი ინსტიტუტის დისკრედიტაციის მიზნით, სხვა არაფერი დარჩენიათ, თითიდან გამოწოვილ გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე ვიღაცის თითქოსდა მოწამვლის შესახებ აჟიოტაჟი აეტეხათ. ყველა ფრონტზე გარდაუვალ მარცხთან შეგუება, როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ ამას - აუცილებლად მოუწევთ,“ - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი