დავით ქართველიშვილი: აშშ-ის მოქმედმა ელჩმა არ უნდა იტვირთოს თავისი წინამორბედის სამარცხვინო განცხადებები თუ გადაწყვეტილებები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
153 01 აპრილი 2024, 22:43
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას: „გვინდა მივმართოთ აშშ-ის საელჩოს, ქალბატონ ელჩს, რომ დაიწყოს საუბარი იმ სანქციებზე, რომლებიც შტატების მხრიდან დაუწესდა ქართველ მოსამართლეებს, რათა მოეხსნათ. იმედს ვიტოვებთ, მისი ელჩობის პერიოდში ეს საკითხი ობიექტურად გადაწყდება“, სოციალურ ქსელში ეხმიანება. 

დავით ქართველი აღნიშნავს, რომ თეთრი სახლის მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში საეჭვოა აშშ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში მოქმედმა ელჩმა სასწაული მოახდინოს.

„ლოგიკურად - აშშ-ის მოქმედმა ელჩმა არ უნდა იტვირთოს თავისი წინამორბედის სამარცხვინო განცხადებები თუ გადაწყვეტილებები. ასეთ შემთხვევაში, მან არ უნდა იტვირთოს, ასევე, გვარამიასა და მისი უახლოესი გარემოცვის ძალისხმევა, რომელიც მათ შარშან გამოავლინეს იგივე ფრენსის ფუკუიამასა და აშშ-ის                                                                                                                                                               კონგრესის საერთაშორისო კომიტეტის მონაწილეობით ქართველი მოსამართლეების უსამართლო სანქცირების საქმეში. მაგრამ, აშშ-ის მოქმედმა ელჩმა ასეთი ლოგიკურობა რომ გამოავლინოს, საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის ინტერესებს, სულ ცოტა, გაგებით უნდა ეკიდებოდეს. თუმცა ასეთ შემთხვევაში, რამდენად შეინარჩუნებს ელჩის პოზიციას თეთრი სახლის მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში - რიტორიკული შეკითხვაა. ამიტომ, სამწუხაროდ, ეჭვი მეპარება აშშ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში მოქმედმა ელჩმა სასწაული მოახდინოს...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი