დავით ქართველიშვილი: ბაიდენის განკარგულებით, ხვალინდელი კათოლიკური აღდგომა "ტრანსგენდერების ხილვადობის დღედ" გამოცხადდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
144 30 მარტი 2024, 22:01
"რა დროს ლგბტ-პროპაგანდა არისო" - მათ გასაგონად: ჯერ ხომ ჩვენს შობას მიადექით და ყელში გაქვთ გაჩხერილი 7 იანვრის მისტერია და ალილო", - ამის შესახებ, "ხალხის ძალის" წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, დღეს ღმერთს, სამშობლოს და ადამიანს სჭირდება უღმერთობისგან დაცვა, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე.

"რა დროს ლგბტ-პროპაგანდა არისო" - მათ გასაგონად: ჯერ ხომ ჩვენს შობას მიადექით და ყელში გაქვთ გაჩხერილი 7 იანვრის მისტერია და ალილო. 

ახლა, ნელ-ნელა აღდგომასაც უახლოვდებით: ბაიდენის განკარგულებით, ხვალინდელი კათოლიკური აღდგომა "ტრანსგენდერების ხილვადობის დღედ" გამოცხადდა. ასე რომ ვულოცავ ამერიკელ კათოლიკეებს ხვალინდელ "სასწაულ დღეს". 

მანამდე კანადის პრემიერ-მინისტრმაც ხელიდან არ გაუშვა თავისი ქვეყნის ქრისტიანულ საწმყსოში დიდი მარხვა რომ არ "აღენიშნა": ტრუდოს მთავრობამ წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვით შესაძლოა ქრისტიანები დააპატიმრონ ბიბლიის ციტირების ან ტრადიციული, რწმენაზე დაფუძნებული აზრის გამოთქმისთვის, თუ კანადის მთავრობა მიიჩნევს, რომ ისინი „სიძულვილს ან ანტისემიტიზმს აღვივებენ“. 

დამიჯერეთ, კანადის მთავრობა სახარებაში და სამოციქულოში "სიძულვილს" და "ანტისემიტიზმს" აუცილებლად აღმოაჩენს. ამიტომაც სჭირდება  ღმერთს, სამშობლოს და ადამიანს  ამ უღმერთობისაგან დაცვა, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე. ამათ ოღონდ ერთი რამ გაუტარე და "თითზე აკბენინე" ხელს მოგაჭამენ", - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი