ზურაბ ქადაგიძე: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს - საფრანგეთზეც მოახდინა გავლენა კრემლმა და რუსული კანონიც მიაღებინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
127 28 მარტი 2024, 14:53

ორი კითხვა მაწუხებს ძალიან: რატომ უჩვენა მსაჯმა ლორიას წითელი ბარათი და შარშან მარტში, რას აპროტესტებდა გზააბნეული საზოგადოება?! საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მთელი ევროპა თანხმდება, რომ ასეთი გამჭვირვალობის აქტები სასიცოცხლოდ აუცილებელია საზოგადოების უსაფრთხოებისთვის, შესაბამისად, საქართველოს მასშტაბის და გეოპოლიტიკური მდგომარეობის მქონე ქვეყანას უფრო მეტად სჭირდება მსგავსი კანონები.

„ორი კითხვა მაწუხებს ძალიან: - რატომ უჩვენა მსაჯმა ლორიას წითელი ბარათი და შარშან მარტში, რას აპროტესტებდა გზააბნეული საზოგადოება?! საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. აჰა, საფრანგეთზეც მოახდინა გავლენა კრემლმა და რუსული კანონიც მიაღებინა… ხუმრობა იქით იყოს და მთელი ევროპა თანხმდება, რომ ასეთი გამჭვირვალობის აქტები სასიცოცხლოდ აუცილებელია საზოგადოების უსაფრთხოებისთვის. შესაბამისად, ჩვენი მასშტაბისა და გეოპოლიტიკური მდგომარეობის მქონე ქვეყანას ხომ უფრო მეტად ესაჭიროება?!

საჭიროების აუცილებლობასაც, რომ დავანებოთ თავი ევროკავშირთან კანონმდებლობის ჰარმონიზაცია უნდა მოვახდინოთ.

დღეს თუ ხვალ აუცილებლად მოგვთხოვს ევროკავშირი კანონს გამჭვირვალობის შესახებ და როგორ მოვიქცეთ - საფრანგეთის, ჩეხეთის და ზოგადად ევროკავშირის კანონმდებლობა გავიაზროთ თუ სამნიძის, კორძაიას და ნაცვლიშვილის კოლაბორაციულ შეგონებებს დავჯერდეთ?!“ - წერს ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი