დავით ქართველიშვილი: სულ ამერიკული FARA-ს იმედით ვერ ვიქნებით, რომელიც ადგილობრივი მავნებლების მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ და „უპრაგონოდ“ თანხების ხარჯვის თაობაზე ინფორმაციას გვაწვდის - ყველას საკუთარი კანონი უნდა ჰქონდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
174 28 მარტი 2024, 14:46

სავსებით შესაძლებელია ვერ გავუძლოთ დასავლეთის წნეხს ისეთი კანონის მისაღებად დაბრუნების თვალსაზრისით, რომელიც საფრანგეთში იქნა მიღებული და რომელსაც საოცრად ნაცნობი და ერთხელ უკვე „სადღაც“ გაგონილი სახელწოდება აქვს: „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ". დღეიდან საფრანგეთს უკვე გაცხადებულად ეცოდინება, ვინ, რა მიზნით და რა ოდენობით აფინანსებს საკუთარ ქვეყანაში ამა თუ იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილის თქმით, დღეიდან საფრანგეთს უკვე გაცხადებულად ეცოდინება, ვინ, რა მიზნით და რა ოდენობით აფინანსებს საკუთარ ქვეყანაში ამა თუ იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს და როგორც ჩანს, საქართველოსაც მოუწევს სააშკარაოზე გამოიტანოს მსგავსი დაფინანსებები.

„ინტუიცია მკარნახობს, რომ დასავლეთის ზეწოლას ყველაფერში ვერ გავუძლებთ და ჩვენი მხრიდანაც საჭირო გახდება გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა. ამ დათმობების რიცხვს, რა თქმა უნდა, არ განეკუთვნება ქვეყნის სუვერენიტეტის, ტრადიციული ფასეულობებისა თუ არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის სფეროები.

თუმცა, სავსებით შესაძლებელია ვერ გავუძლოთ დასავლეთის წნეხს ისეთი კანონის მისაღებად დაბრუნების თვალსაზრისით, რომელიც საფრანგეთში იქნა მიღებული და რომელსაც საოცრად ნაცნობი და ერთხელ უკვე „სადღაც" გაგონილი სახელწოდება აქვს: „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ". დღეიდან საფრანგეთს უკვე გაცხადებულად ეცოდინება, ვინ, რა მიზნით და რა ოდენობით აფინანსებს საკუთარ ქვეყანაში ამა თუ იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს.

როგორც ჩანს, საქართველოშიც მოგვიწევს სააშკარაოზე გამოვიტანოთ არა მხოლოდ აშშ-ისა და ევროკავშირის ფინანსური კალაპოტებით შემოდინებული თანხების „კეთილსინდისიერება" და მიზნობრიობა, არამედ ჩვენს ქვეყანაში ირანელების მიერ, ვთქვათ, შიიტური, ან თურქეთის მიერ - სუნიტური მიმდინარეობების „მონეტიზირება“. ბევრს ალბათ არ მოეწონება, მაგრამ ეს კანონი შეეხება, ასევე, რუსეთის საგარეო უწყებისა თუ მოსკოვის მერიის ხაზით დაფინანსებულ ათობით ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში „თანამემამულეებთან კავშირის" ეგიდით წლობით ფუნქციონირებენ სრული ფინანსური გაუმჭვირვალობის პირობებში.

ასე რომ, შევეგუოთ ამ ზეწოლას და რა გაეწყობა... დიდი ალბათობით, დავნებდებით. სულ ხომ ამერიკული FARA-ს იმედით ვერ ვიქნებით, რომელიც სისტემატურად და კეთილსინდისიერად გვაწვდის ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას ადგილობრივი მავნებლების მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ და „უპრაგონოდ" თანხების ხარჯვის თაობაზე. ამერიკული კანონმდებლობა ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა კუთვნილებაა და წურბელებივით როდემდე ვსარგებლობდეთ ამ „ქველმოქმედებით". ყველას საკუთარი უნდა ჰქონდეს - მიგვანიშნებენ დღეს ამაზე ფრანგები და ჩვენც იძულებები ვხდებით, დავეთანხმოთ...“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი