ლევან ნიკოლეიშვილი: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს - ალბათ ეს კანონი გავა, თან ისე, რომ აზრადაც არავის მოუვა თავში, მას რუსული უწოდოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
136 28 მარტი 2024, 14:06

ეს არის ერთ-ერთი ახლი ინფორმაცია -„საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს“ და არაფერიც ალბათ ეს კანონი გავა, თან ისე რომ აზრადაც არ მოუვა თავში არავის, რომ მას ან რუსული უწოდოს ან აქციები და გამოსვლები მოაწყოს, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, როდესაც მსგავსი ინფორმაცია საქართველოში გავრცელდა, ანალოგიურ კანონპროექტს `„რუსული“ უწოდეს და არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დონეზეც გააპროტესტეს.

„ეს არის ერთ-ერთი ახლი ინფორმაცია -„საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს“ და არაფერიც ალბათ ეს კანონი გავა, თან ისე რომ აზრადაც არ მოუვა თავში არავის, რომ მას ან რუსული უწოდოს ან აქციები და გამოსვლები მოაწყოს (ისე, საფრანგეთში იციან გამოსვლები და აქციები თუ იციან თან მხლები მტვრევა-ნგრევებით!).

აი, ასეთი ინფორმაცია რომ გავრცელდეს -„საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს“. ო, მაშინ იცით რა მოხდება, უფრო სწორედ რა მოხდა: იმ წამსვე უწოდეს რუსული კანონი, არა მარტო აქაურებმა, არამედ იქაურებმაც. ცალკე პარლამენტარები, ცალკე არასამთავრობოები, ცალკე ელჩები გაიძახოდნენ, რომ არ გინდათ რუსული კანონიო, ცალე ევროპარლამენტარები, შემდეგ ეს ყველაფერი არეულობაში გადაიზარდა, მოლოტოვის კოქტეილებში და ასე შემდეგ. ისე რა ძირითად განსხვავება ზემოთ მოყვანილ ორ ციტატას შორის-ერთში წერია „საფრანგეთი“ მეორეში „საქართველო“ და რა ვქნათ ახლა, გავაგზავნოთ საფრანგეთში აქედან ხალხი, რომ რუსული კანონი არ მიიღონ თუ ჩვენვე მივიღოთ იქაური, ამჯერად ფრანგული კანონი?!" - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი