ნინო ფოჩხუა: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, შეიქმნას ლობისტების რეესტრი ანუ „რუსული" კანონი მოიყვანოს მოქმედებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
142 28 მარტი 2024, 12:46

ნელ-ნელა ხვდება მსოფლიო თუ რა საშიშროებას წარმოადგენს გარე ლობისტების ჩარევა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მაკრონის პარტიის ინიციატივის მხარდაჭერას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.

ფოჩხუა მიმართავს ქვეყნის მტრების და ადგილობრივი აგენტების მიერ შეცდომაში შეყვანილ ახალგაზრდებს და „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონის კარგად წაკითხვისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, ხალხი არ უნდა აჰყვეს ოპოზიციის პირად ინტერესებს.

„ნელ-ნელა ხვდება მსოფლიო თუ რა საშიშროებას წარმოადგენს გარე ლობისტების ჩარევა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა, არც მეტი, არც ნაკლები, მაკრონის პარტიის ინიციატივას, შეიქმნას ლობისტების რეესტრი ანუ „რუსული" კანონი მოიყვანოს მოქმედებაში.
მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის მტრების და აქაური აგენტების მიერ გაბრიყვებულ ახალგაზრდებს, კარგად წაიკითხონ ჩვენ მიერ ინიცირებული კანონი, არ აჰყვნენ ოპოზიციის პირად ინტერესებს. ეს ადამიანები ცდილობენ ქვეყანა აცხოვრონ ტყუილში, მაგრამ სიმართლე არ იმალება, რაც საფრანგეთის ასამბლეის ამ ინიციატივითაც დადასტურდა." - წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი