306
27 მარტი 2024, 12:26
ქადაგიძის თქმით, სასაცილოა გვარამიას განცხადებაში მუქარანარევი გზავნილი ხელისუფლების და სასამართლო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით.
"რა პარადოქსია არა, ევროპულმა სასამართლომ განხილვაშიც კი არ მიიღო საქმე და ზოგიერთი ევრო-დეპუტატი პოლიტიკურ დევნილად გვასაღებდა გვარამიას?!
კლასიკური მაგალითი იმისა თუ რა განსხვავებაა ჭეშმარიტ ევროპულ მართლმსაჯულებასა და ფსევდო-დასავლურ კონიუნქტურას შორის.
კელი დეგნანმა შეაწყალებინა გვარამია ზურაბიშვილს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველი მოსამართლეები დაასანქცირა და კუბილიუს-ფოტიგას ევრო-დეპუტაცია ქართულ მართლმსაჯულებას გვიწუნებს მაშინ, როდესაც პოლიტიკას შეფარებულ ქართველ პარაზიტთა სასამართლო წარმოების მიმართ, 99%-იანი ალბათობით არ აქვს პრეტენზია ევროპულ სასამართლოს.
იმიტომ, რომ რა მასშტაბის და ძლიერებისაც არ უნდა იყოს გლობალური ომის პარტია, ხელი ყველგან ვერ მიუწვდება.
ესაა ქართველი ხალხის არჩევანიც - ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები და არა, ცალ ფეხზე მდგარი ფსევდო-დემოკრატია!
P.S.
ისე, ამ საცოდავის განცხადებაში ყველაზე სასაცილო, მუქარანარევი გზავნილია - არა უშავს ხელისუფლება შეიცვლება და ევროპულ სასამართლოსაც განვანათლებთო.
შენი შეცვლილი ხელისუფლება არ გაიშვას, შე, მხდალო “ჰიპსტერო!”" - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |