გია აბაშიძე: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მორიგ ჯერზე უკუაგდო "ნაცების" უსაფუძვლო სარჩელი, თუმცა, ვითომ პროდასავლელ ნიკა გვარამიას არ ერიდება და სამარცხვინოდ ამუნათებს სტრასბურგის სასამართლოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
152 27 მარტი 2024, 12:20
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მორიგ ჯერზე უკუაგდო "ნაცების" უსაფუძვლო სარჩელი. თუმცა, ვითომ პროდასავლელ ნიკა გვარამიას არ ერიდება და სამარცხვინოდ ამუნათებს სტრასბურგის სასამართლოს. მან მშვენივრად იცის, რომ ევროპული მართლმსაჯულების ამ ერთ-ერთ ციტადელში პოლიტიკურ გავლენებს არ აქვს ადგილი, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ნიკა გვარამიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მისი სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
ანალიტიკოსის თქმით, გვარამიას მუქარა, რომ სტრასბურგის სასამართლოში ვითარების შეცვლას შეძლებს, იაფფასიანი კლოუნადაა და მან მშვენივრად იცის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პოლიტიკური გავლენები არ მოქმედებს.
"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მორიგ ჯერზე უკუაგდო "ნაცების" უსაფუძვლო სარჩელი. თუმცა, ვითომ პროდასავლელ ნიკა გვარამიას არ ერიდება და სამარცხვინოდ ამუნათებს სტრასბურგის სასამართლოს. მან მშვენივრად იცის, რომ ევროპული მართლმსაჯულების ამ ერთ-ერთ ციტადელში პოლიტიკურ გავლენებს არ აქვს ადგილი. ორპროცენტიანი პოლიტიკანის, ნიკა გვარამიას მუქარა, რომ სტრასბურგის სასამართლოში შეცვლის ვითარებას, ძალიან იაფფასიანი კლოუნადაა, რაც წლებია გვარამიას მახასიათებელია - პოლიტიკური შაპიტოს პერსონაჟი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ კი გვარამიას საქმე განსახილველად არ მიიღო. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა." - წერს აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი