231
26 მარტი 2024, 11:02
„ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) წამებისგან თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა და საქართველომ 46-ე ადგილი დაიკავა“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
ქადაგიძე იხსენებს 2012 წლის კვლევის მონაცემებს, სადაც საქართველო 147-ე ადგილზე გავიდა და რეიტინგში ჩამორჩებოდა რუსეთს, ბელორუსს, ავღანეთს, ლიბიასა და ა.შ.
მისივე თქმით, „სააკაშვილის სექტას რომ დავუჯეროთ, 2012 წლამდე ადამიანის უფლებები და დემოკრატია დუღდა საქართველოში, ახლა კი კრემლის უკანა ეზო ვართ. არადა, რუსეთიც კი გვისწრებდა 2012-ში და საერთო შეფასებით, 33 საშიშ ქვეყანათა სიაში ვიმყოფებოდით.“
„ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) წამებისგან თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა და საქართველომ 46-ე ადგილი დაიკავა.
პოსტსაბჭოთა ქვეყნების საუკეთესო სამეულშია - ესტონეთის და ლიეტუვის შემდეგ, მესამე პოზიციაზე. საქართველო რეიტინგში უსწრებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, იტალიას, ავსტრალიას, საბერძნეთს, რუმინეთს, პოლონეთს, სლოვაკეთს, ლატვიასა და ა.შ.
ამავე ორგანიზაციის კვლევით - 2012 წელს საქართველო მსოფლიოში წამებისაგან თავისუფლებით 147-ე ადგილზე გავიდა და რეიტინგში ჩამორჩებოდა რუსეთს, ბელორუსს, ავღანეთს, ლიბიას, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, სამხრეთ სუდანსა და ა.შ.
P.S. რა ვქნათ ახლა, სააკაშვილის სექტას რომ დავუჯეროთ, 2012 წლამდე ადამიანის უფლებები და დემოკრატია დუღდა საქართველოში, ახლა კი კრემლის უკანა ეზო ვართ.
არადა, რუსეთიც კი გვისწრებდა 2012-ში და საერთო შეფასებით, 33 საშიშ ქვეყანათა სიაში ვიმყოფებოდით.“- წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |