ლევან ნიკოლეიშვილი: ჩანს, „ვეტინგი“ ოპოზიციის დასახმარებლად უცხოელ მავნებელთა მიერ ხელისუფლების წინააღმდეგ შემოცურებული თემაა - არცერთი ღირსეული ხელისუფალი მის განხორციელებას არ დაუშვებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
177 23 მარტი 2024, 18:20

ერთადერთი ვისაც მოსწონს და მხარს უჭერს „ვეტინგის“ იდეას, მონური აზროვნების ადამიანები არიან. მათთვის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები არაფერს არ წარმოადგენს, მათთვის მთავარი ფული გახლავთ, შესაბამისად ნებისმიერ ფასად მზად არიან უცხოელი პატრონების სურვილი შეასრულონ, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოში ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის მომხრეების შესახებ.

ნიკოლეიშვილის თქმით, აშკარად ჩანს, რომ „ვეტინგი“ ოპოზიციის დასახმარებლად „უცხოელ მავნებელთა მიერ ხელისუფლების წინააღმდეგ შემოცურებული თემაა“.

მისივე თქმით, არცერთი ღირსეული ხელისუფალი მის განხორციელებას არ დაუშვებს, მით უმეტეს, თუ ეს ყველაფერი ქვეყნის კონსტიტუციას, სამართლის უზენაესობას, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას და ქვეყნის სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება.

„უკვე აშკარად ჩანს, რომ „ვეტინგი“ ოპოზიციის დასახმარებლად უცხოელ მავნებელთა მიერ ხელისუფლების წინააღმდეგ შემოცურებული თემაა. ცხადია, არცერთი ღირსეული ხელისუფალი მის განხორციელებას არ დაუშვებს, მით უმეტეს თუ ეს ყველაფერი ქვეყნის კონსტიტუციას და სამართლის უზენაესობას, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას და ბოლოს, ქვეყნის სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება. ერთადერთი ვისაც მოსწონს და მხარს უჭერს „ვეტინგის“ იდეას, ცხადია მონური აზროვნებისა და ფსიქიკის ადამიანები არიან, მათთვის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები არაფერს არ წარმოადგენს, მათთვის მთავარი ფული გახლავთ, შესაბამისად ნებისმიერ ფასად მზად არიან უცხოელი პატრონების სურვილი შეასრულონ. მათთვის სამწუხაროდ ქართველი ხალხის ნება და ხელისუფლების სიმტკიცე გაცილებით მაღლა დგას“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი