დავით ქართველიშვილი: არანაირი ღრმაწყლოვანი რუსეთის სამხედრო-საზღვაო პორტი ოჩამჩირეში არ არსებობს! ეს არის 2009-2010 წ.წ. აშენებული ე.წ. "მესაზღვრეების პოლიგონი"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
145 21 მარტი 2024, 12:28
"ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ კადრებს ეხმიანება, სადაც თითქოსდა ოჩამჩირეში რუსეთის ღრმაწყლოვანი სამხედრო-საზღვაო პორტია ასახული და რომელსაც ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები აზიარებენ. 

დავით ქართველიშვილის თქმით, ეს არის სიცრუე და სინამდვილეში ეს არის ე.წ. მესაზღვრეების პოლიგონი, რომელიც 2009-2010 წლებში აშენდა. 


"ეს არის ნაცების და მათი მესამე პრეზიდენტის ელემენტარული შულერობა! ატრიალებენ ოჩამჩირეს ე.წ. "მესაზღვრეების პოლიგონის" კადრებს, რომელიც აშენდა 2009-2010 წ.წ. თავის საცხოვრებელი კორპუსებით და საწვრთნელო "პლაცით", ყოფილი ქვა-ღორღის მომპოვებელი კომბინატის ტერიტორიაზე. მას შემდეგ ამ პოლიგონს არაფერი (!) შემატებია! არანაირი წყალქვეშა ნავების თუ სამხედრო გემების მიმღები ნავსადგური! რაც არის, ესეც მიუღებელია და მაგასაც ბოლო მოეღება, მაგრამ ნაცების ფეიკების ტირაჟირებასაც უნდა მოეღოს ბოლო!

მაქსიმუმ მანდ მესაზღვრეების კატარღას თუ ნახავთ! ამას აღარც "შიშებით ვაჭრობა" ჰქვია. იმაზე მაგრად ვერ შეგვაშინებთ, რამდენადაც თქვენი, ნაცებო, გაფორმებული რუსული ოკუპაციაა საშინელება. თქვენ ხართ მავნებლები და ლუციფერის სიცრუეზე აგებული ლეგიონი. თქვენ ხართ "კართაგენი", რომელიც უნდა დაიმსხვრეს! ვერ გადაფარავთ ვერც საკუთარ პოლიტიკურ გარდაუვალ სიკვდილს, ვერც "ლგბტ" პროპაგანდის აკრძალვას! არანაირი ღრმაწყლოვანი რუსეთის სამხედრო-საზღვაო პორტი ოჩამჩირეში არ არსებობს! ეს არის 2009-2010 წ.წ. აშენებული ე.წ. "მესაზღვრეების პოლიგონი" და ყველა ჯანსაღ პიროვნებას გთხოვთ ნაცების საქმეს ნუ შეუერთდებით და ამ დეზინფორნაციის გაზიარებებს თავი მოარიდეთ!" - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი