თამარ ჩიბურდანიძე: ვიცით, რომ ქართული ოპოზიცია რუსეთის, ან ხშირად ორმაგი აგენტურაა, მაგრამ უკრაინაც რუსეთზე მუშაობს უკვე?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
158 20 მარტი 2024, 14:05

„დღეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ქართულმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროკავშირში გაწევრიანებას,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ქართული ოპოზიცია რომ ხმალამოწვდილი იბრძოდა სტატუსის წინააღმდეგ, ტერიტორიებიც მათ ჩააბარეს რუსეთს, ეს ყველამ ვიცოდით, მაგრამ უკრაინის მხარემ საკუთარი ქვეყნის ევროპულ გზას და ტერიტორიულ მთლიანობას არ მისცა ხმა.

„ქართველი ოპოზიციონერებისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის შესახებ რეზოლუციას ევრონესტზე ვერ მიიღებენ. რეზოლუცია ეხებოდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ტერიტორიულ მთლიანობას.

ვიცით, რომ ქართული ოპოზიცია ხმალამოწვდილი იბრძოდა სტატუსის წინააღმდეგ, ტერიტორიებიც მათ ჩააბარეს რუსეთს, მაგრამ უკრაინის მხარემ საკუთარი ქვეყნის ევროპულ გზას და ტერიტორიულ მთლიანობას არ მისცა ხმა. ქართული ოპოზიცია რუსეთის ან ხშირად, ორმაგი აგენტურაა, ვიცით, მაგრამ უკრაინაც რუსეთზე მუშაობს უკვე? ასე მიატოვა დასავლეთმა, რომ ისევ რუსეთისკენ იბრუნეს პირი? გასაკვირი არაა ამ რეალობიდან გამომდინარე.

რაც შეეხება უკრაინის მხარის ღია და იაფფასიან ტყუილებს, რომ თურმე მხარს უჭერდნენ რეზოლუციას, მაგრამ თანასპონსორობას არა, ალბათ მარტო მათ მთავრობაში თუ დაიჯერებენ. დღეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ქართულმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს ხომ ისედაც ვიცოდით ჩვენც და ქართველმა ხალხმაც. ამიტომ მათი ხმები არჩევნებზე იქნება ისეთივე მცირე, როგორც მათივე პატრიოტიზმი”. - წერს ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი