ლევან ხაბეიშვილი - ეკლესიას მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩვენს ცხოვრებაში და უმნიშვნელოვანესია, რომ მხარი დავუჭიროთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
178 19 მარტი 2024, 19:16

არ შემიძლია, არ დავეთანხმო მიტროპოლიტ ანტონს, რომელმაც თქვა, რომ გაძვირდა ყველაფერი, ყველაფერს ათმაგი ფასი აქვს. ცხადია, ეს გაძვირება აისახება ყველაზე, როგორც მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის, ისე სასულიერო პირებისთვისაც, – წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომლის დროსაც საპატრიარქოს ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა.

„ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ევროპული, ქრისტიან-დემოკრატიული პოლიტიკური გაერთიანების ოჯახის წევრები და ჩვენ ვართ ძალა, რომლის პირობებშიც ათობით მილიონი ლარი დაიხარჯა ეკლესია-მონასტრების აღდგენაში, მშენებლობაში და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის არასდროს დაგვიხევია უკან. ცხადია, მომავალშიც ასე იქნება. ჩვენს ხალხს სჭირდება მხარში დგომა, დახმარება და ამას ხელისუფლება არ აკეთებს. მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩვენს ეკლესიას ჩვენს ცხოვრებაში და უმნიშვნელოვანესია, რომ მხარი დავუჭიროთ“, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი