ზაალ ანჯაფარიძე: დაიხურა საბოლოოდ ე.წ. ვეტინგის თემა, რომელმაც ერთი კარგი საქმე ის გააკეთა, რომ სასამართლოში მოკალათებული „ცალ ფეხზე მდგომთა“ კლანი გამოაჭენა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
139 19 მარტი 2024, 14:17

დაიხურა საბოლოოდ ე.წ. ვეტინგის თემა, რომელმაც ერთი კარგი საქმე ის გააკეთა, რომ სასამართლოში მოკალათებული „ცალ ფეხზე მდგომთა“ კლანი გამოაჭენა, უფრო სწორად თავად გამოიჭენეს თავი, რადგანაც ასეთი ინსტრუქცია მიიღეს, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ვეტინგის თემა დახურულია ჩვენთვის, ეს არის შეუსაბამო არა მარტო საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ ზოგადად, კონსტიტუციურ, სამართლებრივ პრინციპებთან".

ანჯაფარიძის განცხადებით, აღნიშნული მოსამართლეების სინქრონული და ხმაშეწყობილი გამოხდომა ქვეყნის კონსტიტუციისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ იყო მიმართული. მისივე თქმით, დაიძლევა პრეზიდენტის ვეტოც, რაც ცესკოს მისცემს შესაძლებლობას, ნორმალურ რეჟიმში განაგრძოს მუშაობა.

„დაიხურა საბოლოოდ ე.წ. ვეტინგის თემა, რომელმაც ერთი კარგი საქმე ის გააკეთა, რომ სასამართლოში მოკალათებული "ცალ ფეხზე მდგომთა" კლანი გამოაჭენა, უფრო სწორად თავად გამოიჭენეს თავი, რადგანაც ასეთი ინსტრუქცია მიიღეს. სხვას რას უნდა მივაწეროთ ამ "ათეულის" ასეთი სინქრონული და ხმაშეწყობილი გამოხდომა, თან ქვეყნის კონსტიტუციის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ. მე მგონი ამის მერე მათ ტანზე მოსამართლის მანტია უნდა იწვოდეს და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ამაზე რეაგირება.
დაიძლევა ლეგიტიმაცია დაკარგული „პრეზიდენტის" ვეტო და დასრულდება თავსმოხვეული და ევროპაში ანალოგის არმქონე პრაქტიკა ცესკოში, რომელსაც ბოლოსდაბოლოს შეეძლება ნორმალურ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა" - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი