139
19 მარტი 2024, 13:26
ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში გამართულ ვიზიტს აფასებს. როგორც იენს სტოლტენბერგი X-ზე წერს, ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ნაყოფიერი შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, საქართველოსთან ნატოს ღრმად ღირებული პარტნიორობის შესახებ. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე მხარს ვუჭერთ თქვენს ძალისხმევას თქვენი დემოკრატიის გასაძლიერებლად და სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისაღწევად“, – წერს იენს სტოლტენბერგი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |