დავით ქართველიშვილი "ვეტინგის" მომხრე მოსამართლეებზე: ესენი არიან კოლონიზატორების წინაშე ცალ ფეხზე მდგომი ლაქიები, რომლებიც თითოეულ განსახილველ საქმეზე იმ განაჩენს გამოიტანენ, რასაც აგენტოკრატები უბრძანებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
188 15 მარტი 2024, 16:05
ეს არის ხუთეული, რომელიც თქვენს ბედში კი არა, საკუთარ კეთილსინდისიერებაში და პროფესიონალიზმშია დაეჭვებული იმდენად, რომ მოსამართლეებად საკუთარი თავის არჩევასაც ე.წ. "ვეტინგის" სისტემით უცხოელებს ანდობენ, - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი "ვეტინგის" სისტემის შემოღებაზე ხუთი მოსამართლის მზაობას სოციალურ ქსელში. 
მისი თქმით, ხუთივე მოსამართლე "კოლონიზატორების წინაშე მდგარი ლაქიები არიან", რომლებმაც საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინეს. 
"ჩვენი გენიალური კინოშედევრი "გიორგობისთვე" ხომ გახსოვთ? ამა და იმ თვის ჩამოსხმულ ღვინოს არც თქვენ გაეკაროთო და ახლობლებიც გააფრთხილეთო. იგივე შემიძლია ვთქვა "მოსამართლეებად" წოდებულ ამ ხუთეულზე (საკრალური რიცხვი) - თქვენც ეცადეთ ისე წესიერად იცხოვროთ და თქვენი ახლობლებიც დაარწმუნოთ ამაში, რათა ან ხუთეულის ხელში არ მოხდეს თქვენი ბედის გადაწყვეტა. ეს არის ხუთეული, რომელიც თქვენს ბედში კი არა, საკუთარ კეთილსინდისიერებაში და პროფესიონალიზმშია დაეჭვებული იმდენად, რომ მოსამართლეებად საკუთარი თავის არჩევასაც ე.წ. "ვეტინგის" სისტემით უცხოელებს ანდობენ. ესენი არიან კოლონიზატორების წინაშე ცალ ფეხზე მდგომი ლაქიები, რომლებიც აქამდეც და დღეიდან მით უმეტეს - თითოეულ განსახილველ საქმეზე იმ განაჩენს გამოიტანენ, რასაც მათ აგენტოკრატები უბრძანებენ. თავისი აღიარებითი ჩვენებით, ქვეყნის ბედში, მის სუვერენიტეტში ეს ხუთეული ვერანაირ ფატალურ ცვლილებას ვერ შეიტანს, გარდა იმ აუცილებელი თვითლუსტრირებისა, როდესაც მათთვის უცხო სამშობლომ უნდა უწყოდეს საკუთარი ანტიგმირების შესახებ - რომელი სფეროს წარმომადგენლებიც არ უნდა იყვნენ ისინი. ეკლესიური ტერმინით შევეგებოთ ამ მორიგ მარიონეტებს: ანაქსიოს!!!" - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი