გია აბაშიძე: არ ისვენებს გლობალური ომის პარტია, მუდმივი არეულობა სურთ საქართველოში, რომ სუვერენული ქვეყნის მართვა გაუადვილდეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
192 13 მარტი 2024, 13:41
ანალიტიკოსი გია აბაშიძე "ხალხის ძალის" მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენების გამოძიების დაწყების აუცილებლობას ეხება, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც "ხალხის ძალის" განცხადებაშია ნათქვამი, "ზურაბიშვილმა სააკაშვილი მხოლოდ იმავე ძალის დავალებით შეიძლება შეიწყალოს, რომელმაც 2008 წელს სააკაშვილს ომის დაწყება დაავალა". ანალიტიკოსის შეფასებით, თუ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, ეს ქვეყნის ღალატი იქნება.
"არ ისვენებს გლობალური ომის პარტია, მუდმივი არეულობა სურთ საქართველოში, რომ სუვერენული ქვეყნის მართვა გაუადვილდეთ. მოღალატე სააკაშვილმა გარედან დავალებით დაიწყო აგვისტოს ომი და მეტად დაგვაშორა აფხაზ და ოს თანამემამულეებს. თუმცა, საქართველო იქნება ერთიანი და ძლიერი. თუ ფორმალურმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, რომელიც ფარისევლურად "ქადაგებს" დეპოლარიზაციაზე, ავაზაკი სააკაშვილი შეიწყალა, ეს იქნება საქართველოს ღალატი. სათქმელი პირდაპირ უნდა ითქვას!" - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი