ლევან ნიკოლეიშვილი „ხალხის ძალის" განცხადებაზე: ის ფაქტი, რომ ბევრი რამ გამოსაძიებელია 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ისედაც გასაგებია, თუნდაც იმიტომ, რომ ვერავინ შეძლოს ქვეყნის ინტერესების პოლიტიკური ზრახვებისთვის მანიპულირება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
185 13 მარტი 2024, 12:40

ის ფაქტი, რომ ბევრი რამ გამოსაძიებელია 2008 წლის ომთან დაკავშირებით ისედაც გასაგებია. თუნდაც იმიტომ, რომ ვერავინ ვერ შეძლოს ქვეყნის ინტერესების თავის პოლიტიკური ზრახვებისთვის მანიპულირება, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ხალხის ძალის" განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ „2008 წელს ჩადენილი უმძიმესი დანაშაული "ნაციონალურ მოძრაობას" თავად აქვს აღიარებული ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, სადაც ჩაიწერა, რომ 2008 წლის აგვისტოში „სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები“ ქართული მხარის მიერ „ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვით“ დაიწყო, რასაც „რუსეთის საპასუხო შეტევა“ მოჰყვა."

ნიკოლეიშვილის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში საქართველოს საწინააღმდეგო ჩანაწერების ავტორები დღესაც თავისუფლად დადიან, სამართლებრივი ლაფსუსია.

„ის ფაქტი, რომ ბევრი რამ გამოსაძიებელია 2008 წლის ომთან დაკავშირებით ისედაც გასაგებია. თუნდაც იმიტომ, რომ ვერავინ ვერ შეძლოს ქვეყნის ინტერესების თავის პოლიტიკური ზრახვებისთვის მანიპულირება. რაც შეეხება იმას, რომ ევრორეზოლუციაში ჩვენი სახელმწიფოს საწინააღმდეგო წინადადებები ჩაიწერა და მისი ავტორები დღესაც თავისუფლად "დანავარდობენ", პირადად სამართლებრივ ლაფსუსად მიმაჩნია, რომლის გამოსწორებაც ნამდვილად მიზანშეწონილია." - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი