ზურაბ ქადაგიძე ვეტინგზე: ალბანეთის მაგალითი მკაფიო სახელმძღვანელოა თუ რა მეთოდებით ხდება სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია და შემდეგ რეფორმის სახით, სრულად დაქვემდებარება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
148 12 მარტი 2024, 20:51

სახელმწიფოებში, სადაც ვეტინგს იყენებენ სასამართლო რეფორმის მთავარ იარაღად, ყველგან სამი მთავარი აქტორია - სოროსის ფონდი, USAID და შტატების ადგილობრივი საელჩო. სწორედ მათთან კოორდინაციით მუშაობენ ვეტინგზე ადგილობრივი პოლიტიკოსები, სპეციალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

ქადაგიძის თქმით, ალბანეთის მაგალითი მკაფიო სახელმძღვანელოა თუ რა მეთოდებით ხდება სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია და შემდეგ რეფორმის სახით, სრულად დაქვემდებარება.

„სახელმწიფოებში სადაც ვეტინგს იყენებენ სასამართლო რეფორმის მთავარ იარაღად, ყველგან სამი მთავარი აქტორია - სოროსის ფონდი, USAID და შტატების ადგილობრივი საელჩო.

სწორედ მათთან კოორდინაციით მუშაობენ “ვეტინგზე” ადგილობრივი პოლიტიკოსები, სპეციალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ალბანეთის მაგალითი, მკაფიო სახელმძღვანელოა თუ რა მეთოდებით ხდება სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია და შემდეგ რეფორმის სახით, სრულად დაქვემდებარება.

ასევეა უკრაინაში, სადაც ხელისუფლებას მკაფიოდ უჭერს მხარს ზემოხსენებული სამივე აქტორი და შესაბამისად, სასამართლოსაც მაქსიმალურად სახელისუფლებო გუნდს უქვემდებარებენ.

განსხვავებულია საქართველოს დღევანდელი მოცემულობა, რადგან არსებული ხელისუფლება , რომელიც ცდილობს სასამართლოს სრულად დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, მიუღებელია საერთაშორისო აქტორებისათვის და სწორედ ამიტომაა, რომ მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაა სასამართლოსი, რათა გავლენები მოიპოვონ ქართულ მართლმსაჯულებაზე!

დღევანდელი მოცემულობა სპეციალურად ვახსენე, რადგან 1999-2001 წლებსა(როდესაც “USAID” “სოროსის ფონდი” და სხვა საერთაშორისო აქტორები ღიად შემოვიდნენ საქართველოში) და 2003- 2012-ში, სასამართლო ხელისუფლების სრულად კონტროლისას, არც ერთი საერთაშორისო აქტორი პრეტენზიას არ აცხადებდა ტენდენციურ მართლმსაჯულებაზე, რომელიც ნაც-მოძრაობამ შექმნა, რატომ?

იმიტომ, რომ ქართული მართლმსაჯულება ამ პერიოდში, სოროსის ფონდის, USAID-ი და შტატების ადგილობრივი საელჩოს ხელშეწყობილ რეფორმირებულ ინსტიტუტსა და შესაბამისად, დაქვემდებარებულ სუბიექტს წარმოადგენდა!“ -წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი