ზაალ ანჯაფარიძე ვეტინგის მომხრეებზე: ასეთი ხალხის ყოფნა პოლიტიკაში სახიფათოა სახელმწიფოსთვის, უტყვად შეასრულებენ გარედან მოსულ ნებისმიერ დაკვეთას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
139 12 მარტი 2024, 19:45

ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და ენჯეოების მიერ უცხოელების მხრიდან მოსამართლეთა ვეტინგის თავგამოდებული დაცვა შეაფასა და აღნიშნა, რომ ასეთი ხალხის ყოფნა პოლიტიკაში სახიფათოა სახელმწიფოსთვის.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა რომ უმაღლეს ჭეშმარიტებად და აქსიომად მიაჩნიათ და იმის იქით არ იხედებიან, ასეთი ადამიანები უტყვად შეასრულებენ გარედან მოსულ ნებისმიერ დაკვეთასა და ბრძანებას.

„ამ დღეებში თვალყურს ვადევნებდი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და ასეთივე ენჯეოების მიერ უცხოელების მხრიდან აქაურ მოსამართლეთა ვეტინგის თავგამოდებულ დაცვას. არ დავიწყებ მათ იდენტიფიცირებას, ვიტყვი ერთს: ასეთი ხალხის ყოფნა პოლიტიკაში არის სახიფათო სახელმწიფოსთვის, სხვა მიზეზების გარდა თუნდაც იმიტომ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა რომ უმაღლეს ჭეშმარიტებად, აქსიომად მიაჩნიათ და იმის იქით არ იხედებიან. ხომ ხვდებით რა მასალასთან გვაქვს საქმე?! უტყვად შეასრულებენ გარედან მოსულ ნებისმიერ (!!) დაკვეთა/ბრძანებას როგორც ამ კლასტერის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სრულიად გულწრფელად განაცხადა - „ევროპამ რომ მოგვთხოვოს ერთი კვირა ცალ ფეხზე დგომა, უნდა ვიდგეთო!“ სხვათაშორის სიამოვნებით დავაყენებდი ცალ ფეხზე და საინტერესოა რამდენ ხანს გაძლებენ “- წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი