ლევან ნიკოლეიშვილი: ვეტინგით დაინტერესებულია ყველა ის რადიკალური ჯგუფი, რომლებსაც კუდები აქვთ გამობმული უცხოელ პატრონებთან და ამჯერად სწორედ ვეტინგი მიაჩნიათ თავიანთი ხელმოცარულობის გამოსწორების საშუალება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
127 12 მარტი 2024, 19:23

„ვეტინგი, ვეტინგი“ - გაიძახიან დღეს... მოდით ვნახოთ ვინ ითხოვს ვეტინგს და რა შეიძლება მოგვიტანოს ამ ყოველივემ: დავიწყოთ იმით, რომ ვეტინგით დაინტერესებულია ყველა ის რადიკალური ჯგუფი, რომლებსაც, ასე ვთქვათ, კუდები აქვთ გამობმული თავის უცხოელ პატრონებთან და ამჯერად სწორედ ეს ყბადაღებული ვეტინგი მიაჩნიათ თავიანთი ხელმოცარულობის გამოსწორების საშუალება???, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

მისი განცხადებით, ვეტინგით ფასდება მოსამართლეების და ზოგადად, საჯარო მოხელეების თანამდებობის დაკავების შესაბამისობა, რის შემდეგაც მათი დანიშვნაზე უარი ან სულაც განთავისუფლებაა შესაძლებელი, რაც სასამართლოს დამოუკიდებლობას გამორიცხავს.

„მოდით ასევე ვნახოთ რა არის სინამდვილეში ეს ვეტინგი: ეს გახლავთ საჯარო მოხელეების, მოსამართლეებისა და პროკურორების შემოწმების ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც ფასდება მათი თანამდებობის დაკავების შესაბამისობა, რის შემდეგაც მათი დანიშვნაზე უარი ან სულაც განთავისუფლებაა შესაძლებელი.

საინტერესოა, ძალიან საინტერესოა, მაგრამ უფრო საინტერესოა, რომ ამას რეალურად განახორციელებენ და გააკონტროლებენ უცხოელები! დიახ, დიახ შენს ქვეყანაში, რომლის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტის მიღწევას თაობები შეეწირნენ, უცხოელები გადაწყვეტენ ვინ უნდა იყოს მოსამართლე და ვინ პროკურორი! მაშ სად არის სასამართლოს დამოუკიდებლობა? ან როგორ უნდა აშენო სამართლებრივი სახელმწიფო, როდესაც სხვამ უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება შენთან თანამდებობის პირი? მაშინ საერთოდ რატომ ატარებ არჩევნებს, ხმას აძლევ შენთვის სასურველ პარტიას, რომელსაც ენდობი შენი ქვეყნის მართვაში, თუ ასე „მარტივად“ შეიძლება ვიღაცამ დაგილაგოს ყველაფერი?! ბარემ პირდაპირ დაგვინიშნონ პრეზიდენტი, პრემიერი, მინისტრები, საჯარო მოხელეები, მათ შორის უცხოელებიც...

გასაგებია, რომ ამ ძალიან უცნაურ და სახიფათო საქმეს მონა რადიკალები უჭერენ მხარს, მაგრამ ამ უცხოელებმა რით ვერ ისწავლეს ჭკუა, რომ სუვერენიტეტის საკითხებზე ეს ხელისუფლებაც და ხალხიც ძალიან ჯიუტი და შეუვალია?!“ - წერს ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი