დავით ქართველიშვილი: უკრაინა დღეს მართლა უმძიმეს ვითარებაშია, მაგრამ რუსეთის აგრესიასთან ერთად ამაში ლომის წილი „არახამიასებრთა" ხელისუფლებაში ყოფნას მიუძღვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
188 12 მარტი 2024, 16:08

რადგან არახამია პერიოდულად გვახსენებს თავის ქართულ წარმომავლობას - ერთხელ მაინც დაინტერესებულიყო იქაურ ციხეებში საქართველოს მოქალაქეთა ბედით, „ვივამედში" უკრაინის მოქალაქის „პატიმრობასთან" შედარების მოყვანის მიზნით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ უკრაინის უმძიმეს მდგომარეობაში ყოფნა, მათ შორის, არახამიასნაირთა პოლიტიკაში ყოფნის დამსახურებაა.

„ბუზების კატლეტისაგან გარჩევა საქართველოს არასდროს შეშლია - არც უკრაინის და არც აგრესორი რუსეთის მიმართ, სადაც თითოეული ჩვენი „რუსეთუმეობა“ მხოლოდ ქვეყნის სრულ (!) დეოკუპაციაზე გადის. ასევე, არაფერი შეგვშლია უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის კუთხით, გნებავთ უკრაინაში და გნებავთ - საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე.

„არახამიასებრი" ჭკუის დამრიგებლების ადგილას, სააკაშვილის გათავისუფლების აკვიატებული მოწოდების მაგივრად, თუნდაც იმ ექვსი უკრაინის მოქალაქის ბედით დავინტერესდებოდი, რომლებსაც ქართველი მესაზღვრეები და მოხალისეები „დარიალის" გამშვებ პუნქტზე თვეებია საკვებით და სიგარეტით ამარაგებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ „არახამიასებრი" საკონსულო თბილისში არ ახდენს საკუთარი, უსაბუთოდ დარჩენილი მოქალაქეების ელემენტარულ იდენტიფიცირებას.

სანამ სააკაშვილის ბედზე გაგვიბედავდნენ ხმამაღლა საუბარს, „არახამიასებრთა" ყურადღებას მივაქცევდი „ემნესთი ინთერნეიშენელზის" უკანასკნელი ანგარიშების მიმართ, სადაც ნათლადაა აღწერილი უკრაინის ციხეებში არსებული მდგომარეობა. და რადგან არახამია პერიოდულად გვახსენებს თავის ქართულ წარმომავლობას - ერთხელ მაინც დაინტერესებულიყო იქაურ ციხეებში საქართველოს მოქალაქეთა ბედით, „ვივამედში" უკრაინის მოქალაქის „პატიმრობასთან" შედარების მოყვანის მიზნით.

უკრაინა დღეს მართლა უმძიმეს ვითარებაშია, მაგრამ რუსეთის აგრესიასთან ერთად ამაში ლომის წილი „არახამიასებრთა" ხელისუფლებაში ყოფნას მიუძღვის...“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი