ლევან ნიკოლეიშვილი არახამიაზე: იმ ქვეყნის ენა არ იცის საიდანაც „ფესვები“ გააჩნია, არც ის ენა იცის, სადაც ცხოვრობს და ფულს შოულობს, ყველაზე კარგად იმ ენაზე მეტყველებს რომელთანაც ომი აქვს, ჯიბეში კი ამერიკული პასპორტი უდევს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
136 12 მარტი 2024, 13:16

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა და აქედან გამომდინარე, არახამიასა თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას ქართული მხარე არ აპირებს.

ნიკოლეიშვილის განცხადებით, დავით არახამიას ნათქვამს სერიოზული მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს, თუმცა, ის, რომ უკრაინა დღეს არახამიას მსგავსი პირების ხელშია, დიდი ტრაგედიაა.

„ავანტიურისტი არახამია რას იტყვის თუნდაც იმიტომ არ არის საინტერესო, რომ ამ სუბიექტს ჯერ ის ვერ გაურკვევია ეროვნებით ვინ არის- იმ ქვეყნის ენა (ქართული) მან არ იცის საიდანაც „ფესვები“ გააჩნია, ასევე არ იცის ის ენა( უკრაინული) სადაც ცხოვრობს და დიდი ფულს შოულობს, სამაგიეროდ ს ყველაზე კარგად იმ ენაზე( რუსულზე) მეტყველებს, რომელთანაც „მის ქვეყანას“ ომი აქვს! მთავარი კი ის არის, რომ ჯიბეში ამერიკული პასპორტი უდევს, ალბათ ყოველ შემთხვევისათვის, თუ საჭირო გახდება სწორედ იქ რომ გაქუსლოს. ახლა, ვინმე თუ ფიქრობს მის ნათქვამს რამე სერიოზული მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს, ეს უკვე მისი ვიწრო პოლიტიკური აზროვნების გამოხატულებაა. დღეს, რომ უკრაინა ასეთი ხალხის ხელში რომ არის, ეს რუსეთთან ომზე არანაკლები ტრაგედია გახლავთ." - წერს ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი