თამთა მეგრელიშვილი: ზურაბ ადეიშვილი საკუთარ დანაშაულს დასცინის, როცა ცდილობს ახალი იმიჯი იყიდოს და მოირგოს. მისი ხელახალი რეინკარნაცია გამორიცხულია, ის ქართული კანონისთვის დიდი ხანია დამნაშავეა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
132 12 მარტი 2024, 12:44

უკრაინის მთავრობის მიერ ზურაბ ადეიშვილის შეფარება და გენერალური პროკურორის მრჩევლად დანიშვნა, ასევე ადეიშვილის ბოლოდროინდელი ოფიციალური შეხვედრები გერმანიასა და ევროკავშირის სახელისუფლებო ინსტიტუციებში არის ქართველი ხალხის და კანონის დაცინვა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ ზურაბ ადეიშვილის კრიმინალური წარსული დოკუმენტირებულია ქართული სასამართლოს მიერ, ასე რომ მისი ხელახალი რეინკარნაცია გამორიცხულია.

„უკრაინის მთავრობის მიერ ზურაბ ადეიშვილის შეფარება და გენერალური პროკურორის მრჩევლად დანიშვნა, ასევე ადეიშვილის ბოლოდროინდელი ოფიციალური შეხვედრები გერმანიასა და ევროკავშირის სახელისუფლებო ინსტიტუციებში, არის ქართველი ხალხის და კანონის დაცინვა.
ჩადენილი დანაშაულის ადგილიდან გაქცევა პირს უდანაშაულოდ ვერ აქცევს. ზურაბ ადეიშვილი საკუთარ დანაშაულს დასცინის, როცა ცდილობს ახალი იმიჯი იყიდოს და მოირგოს. სინამდვილეში ადეიშვილის კრიმინალური წარსული დოკუმენტირებულია ქართული სასამართლოს მიერ.
მას 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ხუთი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, უკანონო გატაცებით დაწყებული, კომპანიების უკანონო გაკოტრებით გაგრძელებული. კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეა. ასე რომ, ზურაბ ადეიშვილის ხელახალი რეინკარნაცია გამორიცხულია და ის ქართული კანონისთვის დიდი ხანია დამნაშავეა“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი