დავით ქართველიშვილი: დღევანდელი მთავრობის სხდომა და პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი ნამდვილად არ ტოვებდა რიგითი ტექნიკური საკითხების განხილვის ფორმატის შთაბეჭდილებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
156 11 მარტი 2024, 12:28
საინტერესო“ უწოდა „ხალხის ძალის" წევრმა დავით ქართველიშვილმა მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ საკადრო გადაადგილებებს და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ცვლილებებია დიპლომატიური ურთიერთობების მიღმა მყოფ რუსეთ/საქართველოს ფრონტზე. როგორც ქართველიშვილი წერს, გარდა საკადრო ცვლილებებისა, მთავრობის სხდომაც კი, სცილდებოდა რიგითი ტექნიკური საკითხების განხილვის ფორმატს. 

„დღევანდელი მთავრობის სხდომა და პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი ნამდვილად არ ტოვებდა რიგითი ტექნიკური საკითხების განხილვის ფორმატის შთაბეჭდილებას. დავიწყებ ახალი მინისტრით და მიხეილ სარჯველაძის ჩემი მოკრძალებული პირადი შეფასებით: წესიერება, პროფესიონალიზმი, პრინციპულობა, თავმდაბლობა - ეს აუცილებელი და მისაბაძი თვისებების ის „ჯენტლმენური" კრებულია, რომლის დეფიციტი წესით ხალხის ინტერესებზე ორიენტირებულ მრავალ ჩინოვნიკს, პირიქით, ამ ხალხისგან მიუღწევად დისტანციაზე ამყოფებდა. 

პრემიერი ასევე შეეხო წლების განმავლობაში, ტაბუდადებულ თუ არა, ბოლომდე გადაუმოწმებელ თემას - ხე-ტყის მასიურად უკანონო ჭრებს. იმედია, ამ საკითხებს მთავრობა საფუძვლიანად შეისწავლის, ან ჭორების საბოლოოდ გაფანტვის, ან ფაქტების დადასტურებისა და დამნაშავეთა უსასტიკესად და სამაგალითოდ დასჯის მიზნით. 

საინტერესო ცვლილებებია ასევე დიპლომატიური ურთიერთობების მიღმა მყოფ რუსეთ/საქართველოს ფრონტზე: წარმატებები ვუსურვოთ გიორგი ქაჯაიას, რუსეთთან კომუნიკაციის საკითხებში პრემიერის ახალ წარმომადგენელს, ხოლო ზურაბ აბაშიძეს - პრემიერის მრჩევლის პოზიციაზე საქმიანობაში,“ - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი