ნინო ფოჩხუა სალომე ზურაბიშვილზე: როგორ ავნოს საკუთარ ამომრჩეველს და მის გაპრეზიდენტებაში მონაწილე ხელისუფლების წარმომადგენლებს, აღარ იცის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
136 09 მარტი 2024, 16:29

მართლაც რომ უბედურებასთან გვაქვს საქმე. რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი პატივისცემით დარაზმული ქვეყნის მოსახლეობა, ეღირსებოდა ეს ქალი პრეზიდენტობას? - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სალომე ზურაბიშვილზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში.

კერძოდ, ღარიბაშვილმა ზურაბიშვილის შესახებ განაცხადა: „საქმე გვაქვს უბედურებასთან - ადამიანს, რომელსაც ოცნებაც კი არ შეეძლო, რომ პრეზიდენტი გახდებოდა, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა მოკიდა ხელი და დასვა პრეზიდენტად, ახლა ვხედავთ როგორაა ჩართული დესტრუქციული ძალის ფერხულში”.

ფოჩხუას შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა აღარ იცის, როგორ ავნოს საკუთარ ამომრჩეველს და მის გაპრეზიდენტებაში მონაწილე ხელისუფლების წარმომადგენლებს, რისი ნათელი მაგალითიც მის მიერ ბაია პატარაიას დაჯილდოებაა.

„მართლაც რომ უბედურებასთან გვაქვს საქმე.რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი პატივისცემით დარაზმული ქვეყნის მოსახლეობა, ეღირსებოდა ეს ქალი პრეზიდენტობას?

ამ ქალზე უარესი სახელმწიფო მოხელე ჩვენს ქვეყანას არ ჰყოლია. მე არ ვიცი კიდევ რა აქვს გეგმაში, მაგრამ ასანთი რომ უჭირავს ხელში კი ვიცი. იმდენად პატარა და ბოღმა ადამიანია, რომ როგორ ავნოს საკუთარ ამომრჩეველს და მის გაპრეზიდენტებაში მონაწილე ხელისუფლების წარმომადგენლებს, აღარ იცის. აბა მისი ბოლო გადაწყვეტილება, ბაია პატარაიას დაჯილდოება რა იყო?

მე არ ვიცი კიდევ რა აქვს გეგმაში ამ ქალს, მაგრამ ასანთი რომ უჭირავს ხელში კი ვიცი. ასეთი მოღალატე ადამიანები კი როგორ ამთავრებენ, ყველამ იცის.” - წერს ნინო ფოჩხუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი