ლევან ნიკოლეიშვილი 2023 წლის მარტის მოვლენებზე: ხომ გასაგებია, ვის არ აწყობდა გამჭვირვალობის კანონი და ვინ მოიფიქრა მისთვის რუსული კანონი დაერქმიათ?! სამაგიეროდ, არეულობისთვის მშვენივრად გამოიყენეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
181 08 მარტი 2024, 15:53
არეულობისთვის მშვენივრად, გამოიყენეს მავნებლებმა, ის კი არა და, ქვეყნის დე ფაქტო პრეზიდენტი და უცხოელების რეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ამ ხალხს დღესაც პატივით ხვდება, უფრო მეტიც მომავალში უპირობო მხარდაჭერას ჰპირდება! - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, დღეს წლისთავია იმ საუკუნის აფიორის, რომელიც ოპოზიციის ტელევიზიებმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა პატრონების მეშვეობით შემოგვთავაზეს და დააჯერეს ქართველი ახალგაზრდების ნაწილს, რომ ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი თურმე არის რუსული. 


ნიკოლეიშვილის თქმით, ახლა  გასაგებია, ვის არ აწყობდა გამჭვირვალობის კანონი და ვინ მოიფიქრა მისთვის რუსული კანონი დაერქმიათ.

„იმას რასაც რუსული კანონი ეძახეს, სულაც არ აღმოჩნდა რუსული, უფრო მეტიც, სწორედ ამერიკული „Fara,” რომ არ იყოს, რომლის თარგმანსაც აქ რუსული ეძახეს, ვერ გავიგებდით, რომ:
• ტვ ფორმულა მილიონებს იხდის რომ რამენაირად საქართველო გააშავოს ამერიკის ხელისუფლების თვალში;
• ბრალდებული სააკაშვილის ლობირებაში, კერძოდ „გარეთ გაუშვით ნაწამებია“, ასევე მილიონებს იხდიან მისი ოჯახის წევრები; 
• სააკაშვილის საკითხის სასარგებლოდ, ფული გადაუხადეს ევროპარლამენტარებს (რეზოლუციების დასაწერად) და პრეზიდენტ ყოფილი მარგველაშვილს. 
• ეს ყველაფერია არაა, სია, მართლაც გრძელია!
ახლა ხომ გასაგებია, ვის არ აწყობდა გამჭვირვალობის კანონი და ვინ მოიფიქრა მისთვის რუსული კანონი დაერქმიათ?!
სამაგიეროდ, არეულობისთვის მშვენივრად, გამოიყენეს მავნებლებმა, ის კი არა და, ქვეყნის დე ფაქტო პრეზიდენტი და უცხოელების რეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ამ ხალხს დღესაც პატივით ხვდება, უფრო მეტიც მომავალში უპირობო მხარდაჭერას ჰპირდება!“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი