ზურაბ ქადაგიძე ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე: დღევანდელი “არასამთავრობო სექტორი” დამოკიდებულია პატრონებზე და ქართულ საზოგადოებასთან არ აქვს შემხებლობა, ამიტომაცაა მათი მხრიდან დუმილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
124 06 მარტი 2024, 13:51
მარტივი ჭეშმარიტებაა - დღევანდელი “არასამთავრობო სექტორი” დამოკიდებულია პატრონებზე და არანაირი შემხებლობა ქართულ საზოგადოებასთან და შესაბამისად საზოგადოებრივ ინტერესებთან არ აქვს! - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი დუმს, სივრცე კი მსჯელობისთვის ღიაა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებები და მანკიერი პროპაგანდისგან დაცვა.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი გავლენის ბენეფიციარს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, სანამ კონკრეტულ მითითებას არ მიიღებენ, მანამდე ამ საკითხზე მათი დუმილი გაგრძელდება.

"მარტივი ჭეშმარიტებაა - დღევანდელი “არასამთავრობო სექტორი” დამოკიდებულია პატრონებზე და არანაირი შემხებლობა ქართულ საზოგადოებასთან და შესაბამისად საზოგადოებრივ ინტერესებთან არ აქვს! ამიტომაცაა მათი მხრიდან დუმილი და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ კონკრეტულ დავალებას არ მიიღებენ! დღეს, “არასამთავრობო სექტორის” 90% წარმოადგენს, გავლენის ბენეფიციარს და ნურც გვექნება მოლოდინი, რომ სხვა ქვეყნის სამსახურში ცალ ფეხზე მდგარი “NGO” პარაზიტები, ქართული საზოგადოების ინტერესებს დააკმაყოფილებენ!" - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი