დავით ქართველიშვილი: ელ-გე-ბე-ტე თემისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ამკრძალავი კანონის წინასწარი "და-ჰა-ჰა-ვება" ყველა უსამშობლომ საკუთარი საარჩევნო პროგრამებისთვის შეინარჩუნოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
143 06 მარტი 2024, 13:19
„ნურავინ ნუ გვარწმუნებს, რომ ცხოვრების გაუკუღმართებული წესის კიდევ ერთი სახეობის ექსპორტირებას ვერ გაბედავენ და რომ ვერ გაბედავენ პედოფილიის ისეთი სახეობების ლეგალიზაციას, სადაც ზრდასრულსა და არასრულწლოვანს შორის სექსუალური კავშირი „ურთიერთშეთანხმების" ნიადაგზე და „ურთიერთპრეტენზიების" გარეშე დამყარდება," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
როგორც ქართველიშვილი აცხადებს, ბრიტანეთში აღარ წარმოადგენს პრობლემას ტრანსგენდერებში ლაქტაცია, ნიდერლანდებსა და შვეიცარიაში ინცესტი და აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ იქნება საქართველოში პედოფილიის ექსპორტირება ვერ გაბედონ, რაც სერიოზულად განიხილება დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული ნეკროფილიის, ზოოფილიისა და აბორტების წახალისება.
„მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს უწევს იმის ახსნა, თუ რით განსხვავდება ქალი კაცისაგან, მისივე ქვეყანაში პრობლემას აღარ წარმოადგენს ტრანსგენდერებში ლაქტაციის თუ პროსტატიტის პრობლემების განხილვა, რაც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მხოლოდ ავადმყოფურ წარმოდგენებში შეიძლება აღმოცენებულიყო. როდესაც ნიდერლანდებსა თუ შვეიცარიაში - სადაც მმართველ პარტიებს მემარჯვენე კონსერვატორები წარმოადგენენ, ინცესტის ლეგალიზაციის კანონებია მიღებული, ნურავინ ნუ გვარწმუნებს, რომ ცხოვრების გაუკუღმართებული წესის კიდევ ერთი სახეობის ექსპორტირებას ვერ გაბედავენ და რომ ვერ გაბედავენ პედოფილიის ისეთი სახეობების ლეგალიზაციას, სადაც ზრდასრულსა და არასრულწლოვანს შორის სექსუალური კავშირი „ურთიერთშეთანხმების" ნიადაგზე და „ურთიერთპრეტენზიების" გარეშე დამყარდება, რაც სერიოზულად განიხილება დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში.
და რა თქმა უნდა, არაფერია გამორიცხული მაშინ, როდესაც გაეროს „ადამიანის უფლებების უზენაესი კომისრის სამმართველოში" და „იურისტთა საერთაშორისო კომიტეტის" წიაღში შემუშავდა რეზოლუციის პროექტი „ყველა ტიპის ნარკოტიკული საშუალებებისა და სექსუალური აქტივობის ყველა სახეობის დეკრიმინალიზაციის თაობაზე". ამ უკანასკნელში თავისუფლად შეიძლება მოიაზრებოდეს თუნდაც პედოფილიის, ნეკროფილიის, ზოოფილიისა და აბორტების წახალისება.
ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციაში ოჯახის განმარტებაზე ქილიკი, თუ ელ-გე-ბე-ტე თემისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესის პროპაგანდა/პოპულარიზაციის ამკრძალავი კანონის წინასწარი "და-ჰა-ჰა-ვება" ყველა უსამშობლო, უღმერთო და უსქესო წარმომადგენელმა საქართველოში საკუთარი საარჩევნო პროგრამებისთვის შეინარჩუნოს," - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი