გია აბაშიძე: ჩვენი სუვერენული სახელმწიფო არ და ვერ იქნება "NGO Georgia", გაუგონარი ექსპერიმენტების პოლიგონი, როგორც ეს ნაცრეჟიმის დროს იყო ცალკეული ევროპელი აქტორებისგან საქართველოში კონსენსუსის დამკვიდრებაზე მოწოდებები, ყურადსაღები იქნება მაშინ, როცა თავად "მასწავლებელი" იქნება მაგალითის მომცემი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
145 06 მარტი 2024, 12:36
დეპოლარიზაციაზე უღიმღამო მოწოდებებიც ფარსია, როცა ვუყურებთ დასავლეთში მიმდინარე არნახულ დაპირისპირებას ფსევდოლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ევროკავშირს ჰყავს 27 წევრი ქვეყანა, ჯერ თავისთან დაამკვიდრონ და კონსენსუსით მიიღონ გადაწყვეტილებები, ვნახოთ რა განწყობაზე დადგებიან და საერთოდ მიიღებენ თუ არა გადაწყვეტილებებს და მერე ჩვენ მოგვიწოდონ - საქართველო არ არის ექსპერიმენტების ლაბორატორია“.  აბაშიძის თქმით, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არ იქნება გაუგონარი ექსპერიმენტების პოლიგონი, როგორც ეს ნაცრეჟიმის დროს იყო.  „ჩვენი სუვერენული სახელმწიფო არ და ვერ იქნება "NGO Georgia", გაუგონარი ექსპერიმენტების პოლიგონი, როგორც ეს ნაცრეჟიმის დროს იყო. ცალკეული ევროპელი აქტორებისგან საქართველოში კონსენსუსის დამკვიდრებაზე მოწოდებები, ყურადსაღები იქნება მაშინ, როცა თავად "მასწავლებელი" იქნება მაგალითის მომცემი. დეპოლარიზაციაზე უღიმღამო მოწოდებებიც ფარსია, როცა ვუყურებთ დასავლეთში მიმდინარე არნახულ დაპირისპირებას ფსევდოლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის.  ცნობისთვის, გასულ წელს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მიზნად ისახავს წევრი ქვეყნებისთვის კომპეტენციების ჩამორთმევას და ვეტოს უფლების გაუქმებას. აქტიურია იდეა, რომ ევროკავშირმა უარი თქვას კონსენსუსურ (ერთსულოვან) კენჭისყრაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა.  ეს თავხედობა თავად ევროპის მცირე და სუვერენულ ქვეყნებს ვერ გაუგიათ და კანდიდატმა საქართველომ როგორ უნდა აღიქვას?.. “- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი