153
06 მარტი 2024, 10:52
„სადაც მანჯგალაძემ სახარების უკუღმა ქადაგება დაიწყო, ხოლო ეს სამარცხვინო ნეიტრალურ-გენდერული აგენტი, ხვალ პირჯვრის გადაწერის სწავლას დაგვიწყებდეს - ესეც იყოს აქ. აგენტოკრატების ამ "განათლებული" ლაქია-მარიონეტის რაღაც "ტიკ-ტოკი" კრეფს ვირუსულ პოპულარობას, სადაც ის უწმინდესის მიერ შემოღებულ „ოჯახის სიწმინდის დღეს" მიწასთან ასწორებს. არგუმენტად მოჰყავს ის, რომ რა სიწმინდეზეა საუბარი: ოჯახები ინგრევა, მშობლები ნომერ ერთი - ემიგრაციაში მიდიან, მშობლები ნომერ ორი - გულაობენ და ა.შ.
ეს დღე ვერც მისთვის იქნება სიწმინდის სიმბოლო, მაგრამ ამ ბოღმით დანარჩენებს რას გვერჩის? აი იმათ, ვისაც „წარმოუდგენელი" რამ შეემთხვა ცხოვრებაში: ერთადერთი ქალბატონის მიმართ სიყვარული?
იმათ რას გვერჩის, ვისთვისაც ეს დღე ფასეულია, ვისზეც ვერც ერთი (!) სხვა ქალბატონი საყვარელი მეუღლის გარდა, „შავNOდარასაც" ვერ მიუტანს ამბავს - ამის საოჯახო სარეცელში მეც ნამყოფი ვარ? იმათ რას ერჩის, ვინც საკუთარ შვილებს მრუშობასა და სიძვის მიღმა გადარჩენაზე ზრუნვით ზრდის, ხოლო შვილიშვილებს - ბალღობიდან იესო ტკბილის მონასტრისა და სეფისკვერის მიმართ სიყვარულს უნერგავს?
თუ მას ჰგონია, რომ ამ „გაუნათლებელი" ადამიანის ეპოქაში, რომელიც მან რეალურად შექმნა საქართველოში (და ამის გამო ებრძვიან გაშმაგებულად გარე თუ შინაური ჭინკები) ასეთი ადამიანები, თუ მათი ოჯახები არ არსებობენ, სადაც სხვა ბუნებრივ პრობლემებზე მაღლა სიწმინდე სუფევს, მინდა დავუმსხვრიო ამაშიც გაუკუღმართებული წარმოდგენები: ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ! ჰოპლა! ჩვენ - ვარსებობთ! ვისაც არ გჯერათ - გაგვატარეთ!" - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |