დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ყველაფერს დაადებს ვეტოს, რაც მისთვის უცხო და მიუღებელი ქვეყნის {საქართველოს} სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ეხება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
126 05 მარტი 2024, 14:07
დავამატებდი - ეს არის მისი ერთ-ერთი უკანასკნელი დავალება, ისეთივე წარუმატებელი შედეგით, რაც წინა დავალებები იყო, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „სალომე ზურაბიშვილი ჩართულია ცესკოს დისკრედიტაციის კამპანიაში, ეს არის მისი ერთ-ერთი დავალება, აქედან გამომდინარე აბსოლუტურად ლოგიკური იყო მისი ვეტო“.
ქართველიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს დაადებს ვეტოს, რაც მისთვის უცხო და მიუღებელი ქვეყნის [საქართველოს] სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ეხება.
„დავამატებდი - ეს არის მისი ერთ-ერთი უკანასკნელი დავალება. ისეთივე წარუმატებელი შედეგით, რაც წინა დავალებები იყო. ბულგაკოვის "ოსტატ და მარგარიტაში" ერთ-ერთ გმირს აქვს ასეთი ფრაზა: "არა მხოლოდ გაშიშვლებული, გატყავებული სხეულებიც მინახავსო". ნაცების მესამე პრეზიდენტი სანამ ტყავს არ გაიძრობს, მანამდე დარჩება მსგავსი დავალებების შემსრულებლად.
მას წინ აქვს ჯერ არარსებულ, მაგრამ აუცილებლად მისაღებ, ეროვნული ფასეულობების დაცვის კანონზე ვეტოს დადება. ის ყველაფერს დაადებს ვეტოს, რაც მისთვის უცხო და მიუღებელი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ეხება. ეს იქნება ცესკო თუ სასამართლო სისტემა.

ხანდახან ვფიქრობ [და ეს ყველა ემიგრანტს არ ეხება ], რომ კონკრეტულად ეს ქალბატონი ამ ქვეყანაზე, მის სუვერენიტეტზე და დამოუკიდებლობაზე, გარდა აგენტოკრატებისაგან მიღებული დავალებებისა - პერსონალურ შურსაც იძიებს იმის გამო, რომ ვერც წარმოედგინა, რომ მისი წინაპრების მიერ ბოლშევიზმის წინაშე მიტოვებული საქართველო ოდესღაც იმ დამოუკიდებლობას მაინც დაიბრუნებდა, რაზეც ასობით ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო მისი ნათესავების სიცოცხლე - გადარჩა“ - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი