გია აბაშიძე: 'მისტერ ოფშორის', კრიმინალ კეზერაშვილის ურეიტინგო 'ფორმულამ' მორიგი ნახევარი მილიონი დოლარი დახარჯა ამერიკაში ანტიქართული 'მესიჯბოქსის' ტირაჟირებაზე, მაგრამ სასურველ მიზანს ვერ მიაღწია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
186 04 მარტი 2024, 10:40
აშშ-ის ე.წ. რუსულმა FARA-ს კანონმა გვამცნო, რომ ძებნილი ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის საგარეო პოლიტიკური ლობიზმი იმაზე უსახურია, ვიდრე ხაბეიშვილის ენმ-ის ე.წ თავმჯდომარეობა, -  ასე ეხმიანება  ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

როგორც აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, ნახევარი მილიონი დოლარის დახარჯვის მიუხედავად, "ფორმულამ" ანტიქართული გზავნილების ტირაჟირება ვერ მოახერხა.

"აშშ-ის ე.წ. რუსულმა FARA-ს კანონმა გვამცნო, რომ ძებნილი ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის საგარეო პოლიტიკური ლობიზმი იმაზე უსახურია, ვიდრე ხაბეიშვილის ენმ-ის ე.წ თავმჯდომარეობა.

'მისტერ ოფშორის', კრიმინალ კეზერაშვილის ურეიტინგო 'ფორმულამ' მორიგი ნახევარი მილიონი დოლარი დახარჯა ამერიკაში ანტიქართული 'მესიჯბოქსის' ტირაჟირებაზე, მაგრამ სასურველ მიზანს ვერ მიაღწია. რომელიმე ამერიკელი კანონმდებლის აპარატის თანამშრომელთან ანდა სტაჟიორთან შეხვედრა კი, უდიდესი პატივია უხეირო ნაცაქტორების ერთი ფლანგისთვის.

როგორც ჩანს, კეზერაშვილის მოჩანჩალე ჯიბის ტელეარხზე გასართობი გადაცემების დახურვა უცხოეთში მავნებლურ ლობიზმზე თანხების კვლავ უშედეგოდ გადამისამართებასაც უკავშირდება.

ავაზაკი კეზერაშვილი მისი მწირი ინტელექტურალური დიაპაზონითა და კრიმინალური ბაგაჟით რომ მაინც ლუზერად დარჩება პოლიტიკურ ველზე, ეს უდავოა. საინტერესოა, კიდევ როდემდე გააგრძელებს რევანშისტულად, სასოწარკვეთილად წყლის ნაყვას.

ვრცლად

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ დაქირავებული ლობისტური კომპანიის მიერ გასულ 6 თვეში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა," - წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი