თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციურ სპექტრს მოვუწოდებდი - 2024 წლის არჩევნებისთვის სათანადო წესით მოემზადონ და არჩევნების ჩატარების ფორმაზე ნუ იქნებიან დამოკიდებულნი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
170 02 მარტი 2024, 16:51

ძვირფასებო, რა საჭიროა ამდენი წვალება? პირდაპირ თქვით რაც გინდათ: საერთოდ არ ჩატარდეს არჩევნები, ვინ კითხავს ხალხს იმხელა ისტორიული ფიგურების შეფასებას თქვენ რომ ხართ, მოდით პირდაპირ დიდმა ადამ კინზინგერმა ან სააკაშვილების მიერ დაფინანსებულმა სხვა ლობისტმა, მაგალითად იან კელიმ, გვითხრან ხოლმე ვინ ავირჩიოთ, - ასე ეხმიანება ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „როდესაც ოპონენტები საუბრობენ ემიგრანტებისთვის ონლაინ არჩევნებზე, შეუძლებელია ჩვენ ვენდოთ რომელიღაც ქვეყანას, რომ იქიდან ობიექტურად წამოვა ხმები“.

მეგრელიშვილმა ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდა 2024 წლის არჩევნებისთვის სათანადო წესით მოემზადონ და არჩევნების ჩატარების ფორმაზე ნუ იქნებიან დამოკიდებულნი.

„ოპოზიციის ერთი, შედარებით „მაღალტექნოლოგიური" ნაწილი დროდადრო ამბობს მოდით ინტერნეტით ჩავატაროთ არჩევნებიო (თან მათი ბოსი ამბობს ელექტრონული არჩევნები გაყალბებას აადვილებსო, მაგრამ ეს აბსურდული წინააღმდეგობრიობა მათ პოზიციებში კიდევ სხვა ანალიზის თემაა) და მიანიშნებს, რომ ასეთი სისტემა (რომელზეც ჯერ ჯერობით ყველამ უარი თქვა მსოფლიოში ესტონეთის გარდა)გარედან უნდა გაკონტროლდეს.

ძვირფასებო, რა საჭიროა ამდენი წვალება? პირდაპირ თქვით რაც გინდათ: საერთოდ არ ჩატარდეს არჩევნები, ვინ კითხავს ხალხს იმხელა ისტორიული ფიგურების შეფასებას თქვენ რომ ხართ, მოდით პირდაპირ დიდმა ადამ კინზინგერმა ან სააკაშვილების მიერ დაფინანსებულმა სხვა ლობისტმა, მაგალითად იან კელიმ, გვითხრან ხოლმე ვინ ავირჩიეთ.

ფულიც დაიზოგება და დროც და აყვავებაც გარანტირებული იქნება, მინიმუმ სააკაშვილ-კეზერების :))

მინაწერი: ქართულ სახელმწიფოში არ ჩატარდება ონლაინ არჩევნები.

მრავალი განვითარებული ქვეყანა ერიდება, მათ შორის ტექნოლოგიური დახვეწილობის თვალსაზრისით ჩვენზე განვითარებული ქვეყნები ერიდებიან ონლაინ არჩევნებს, რადგან ის არ ამართლებს და რისკის შემცველია.

ასე რომ ოპოზიციურ სპექტრს მოვუწოდებდი 2024 წლის არჩევნებისთვის სათანადო წესით მოემზადონ და არჩევნების ჩატარების ფორმაზე ნუ იქნებიან დამოკიდებულნი“, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი