ედიშერ გვენეტაძე: ამ არჩევნების დიდი ანგარიშით მოგება სასიცოცხლოდ აუცილებელია, რათა პოლიტიკური ველიდან საბოლოოდ გაძევდეს ისეთი მოღალატე ძალა, რომელიც ოპოზიცია კი არა, რეალურად, მეხუთე კოლონაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
142 02 მარტი 2024, 16:19

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან 2024 წლის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების და „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების აუცილებლობაზე ისაუბრა.

გვენეტაძის შეფასებით, მმართველი ძალის მიერ მომდევნო არჩევნების მოგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა პოლიტიკური ველიდან საბოლოოდ იქნას გაძევებული დღევანდელი ოპოზიცია, რომელიც რეალურად მეხუთე კოლონას წარმოადგენს.

ექსპერტის თქმით, ეს აუცილებელია იმიტომაც, რომ არსებული ოპოზიციური პარტიები ჩანაცვლდნენ ჯანსაღი ოპოზიციური ძალით. „სრულ სიმართლეს ბრძანებს ირაკლი ღარიბაშვილი! ამ არჩევნების დიდი ანგარიშით მოგება სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოსთვის! მმართველი ძალის მიერ ისეთი მოგება, რომლის შემდეგაც საერთოდ პულსი არ გაესინჯება ნაცმოძრაობას და მის სატელიტებს! ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ პოლიტიკური ველიდან საბოლოოდ გაძევდეს ისეთი ოდიოზური, მოღალატე ძალა, რომელიც ფაქტობრივად ოპოზიცია კი არა, რეალურად მეხუთე კოლონაა! რომლის მთავარი მიზანია: ქართულ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა და მისი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოების უცხოელებისადმი გადაბარება! ლგბტ პროპაგანდის დაკანონება. რაც თავის მხრივ საფუძველია საფუძველია ერთსქესიანთა ქორწინების! ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის შექმნა და ამ გზით საქართველოს ჩაბმა მიმდინარე რუსეთ-უკრაინის სისხლმღვრელ ომში! ციხეებიდან ნაცკრიმინალების გათავისუფლება! გლობალური ომის პარტიის მეთაურთა დავალებების ბოლომდე შესრულება! ამ ძალის ბოლომდე პოლიტიკური გაცამტვერება იმიტომაცაა აუცილებელი, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე მოვიდეს და დამკვიდრდეს ჯანსაღი ძალა, რომელიც ორიენტირებული იქნება კონსტრუქციულ კრიტიკაზე, სტაბილიზაციას და განვითარებაზე! ამ ამოცანების აღსრულება ქართველი ხალხის ხელშია და ოქტომბრის თვეში ეს უცილობლად უნდა გაკეთდეს!" - წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი