ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილზე: ყველაფერი იკადრა - კონსტიტუცია დაარღვია, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია სცადა, პოლიტიკური კრიზისის შექმნა სცადა და ახლა უწმინდესს მისწვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
174 29 თებერვალი 2024, 18:07
როდესაც სახელმწიფო მოხელე იმ მცირე ლეგიტიმაციასაც კარგავს, რაც სიმბოლურად უმაგრებდა ზურგს, ორი არჩევანის წინაშე დგება - ან თანამდებობას ტოვებს, ან და ხდება ისეთი ნაძირალა, როგორიც სალომე ზურაბიშვილია!- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ პატრიარქსა და ეკლესიაზე გაკეთებული განცხადების შესახებ, რომლის თქმითაც, „ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა. დარწმუნებული ვარ ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის“. 
ქადაგიძის თქმით, პრეზიდენტმა იცის საზოგადოების რეაქცია და მიზანმიმართულად აკეთებს. იქნებ ასე მაინც გამოიწვიოს საზოგადოების დაპირისპირება, პოლარიზაცია, პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის მომატება, რომ მკვდარი ოპოზიცია გამოაფხიზლოს! 
„როდესაც სახელმწიფო მოხელე იმ მცირე ლეგიტიმაციასაც კარგავს, რაც სიმბოლურად უმაგრებდა ზურგს, ორი არჩევანის წინაშე დგება - ან თანამდებობას ტოვებს, ან და ხდება ისეთი ნაძირალა, როგორიც სალომე ზურაბიშვილია! პატრიარქი გარდაიცვალა თუ გადააყენა ამან და ახალ არჩევნებს გვთავაზობს? ან რას ნიშნავს, "პროევროპელი" ან "პრორუსი" პატრიარქი?! რამდენს ბედავს ეს გენმოდიფიცირებული?! 
ყველაფერი იკადრა - კონსტიტუცია დაარღვია, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია სცადა, პოლიტიკური კრიზისის შექმნა სცადა და ახლა უწმინდეს მისწვდა. იმიტომ რომ - ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუცია და ნდობით ყველაზე დიდი ადამიანი წაბილწოს, შეურაცხყოს. არ იცის საზოგადოებია რეაქცია? იცის და სწორედ, რომ მიზანმიმართულად აკეთებს.იქნებ ასე მაინც გამოიწვიოს საზოგადოების დაპირისპირება, პოლარიზაცია, პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის მომატება, რომ მკვდარი ოპოზიცია გამოაფხიზლოს! მოკლედ, აღვირი დაკარგა ამ გენმოდიფიცირებულმა ნაძირალამ!“-წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი